Tuesday, January 31, 2017

For Honor - საჯარო ბეტა


Ubisoft-მა დაადასტურა, რომ For Honor-ს გახსნილი ბეტაც ექნება. დახურულისგან განსხვავებით, მოთამაშეებს ექნებათ საშუალება განიცადონ ახალი Elimination მოდიფიკაცია და Best-of-Five 4-4ზე ბრძოლები. რაც იმას ნიშნავს, რომ ოთხ მოთამაშეს ექნება საშუალება შეხვდეს არენაზე, Respawn-ის გარეშე და იბრძოლონ სიკვდილამდე. საჯარო ბეტაში იქნება 9 გახსნილი გმირი, ხოლო სრულ თამაშში 12.

საჯარო ბეტაში ასევე გაგრძელდება სამეფოებს შორის ბრძოლები. დახურული ბეტა დასრულდა შემდეგი შედეგებით: ვიკინგებმა მოიგეს 24 ტერიტორიით, რაინდებმა დაასრულეს 21 ქულით ხოლო სამურაიებმა ბოლო ადგილით და 15 ქულით დაასრულეს ასპარეზობა.

ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა როგორც Twitch Prime-ის ერთ-ერთ მომხმარებელს წერენ, ბეტა 9 დან 12 თებერვლის ჩათვლით გაიხსნება. ზოგ მოთამაშეს ჰქონდა პრობლემა თამაშის ჩაწერის და მისი გაშვების, ზოგს კი საერთოდ არ მოუწია გასაღების აღება, ასე რომ, ვისაც უნდოდა თამაში, მიიღებს კიდეც.

9 დან 12 თებერვლამდე ჩატარდება გახსნილი ბეტა, იბრძოლე სამურაიების, ვიკინგების ან რაინდებისათვის და იბრძოლე შენი ფრაქციისათვის, შენ გენერალთან ერთად - ნახსენებია წერილში.


რეკლამა