Tuesday, January 31, 2017

Namco-ს დამფუძნებელი გარდაიცვალა

      მასაია ნაკამურა იყო იაპონელი ბიზნესმენი და თამაშების ცნობილი გამომცემლობის, Namco-ს ( Bandai Namco 2005 წლიდან) დამფუძნებელი . მაგის გარდა, ის აგრეთვე ცნობილი იყო, როგორც "the father of Pac-Man". მის მიერ დაარსებულმა კომპანიამ გუშინ ამცნო მსოფლიოს, რომ ის 22 იანვარს, 91 წლის ასაკში გარდაცვლილი იპოვეს.
     ნაკამურას ბიოგრაფიას გადავხედოთ - ის დაიბადა 1925 წლის 24 დეკემერს, 1948 წელს დაამთავრა იოკოჰამას ტექნოლოგიის ინსტიტუტი და 1955 წელს დააარსა Nakamura Manufacturing, რომელიც 70-იან წლებში გადავიდა არკადულ თამაშებზეც და გვიან 70-იანებში Namco-ს სახელით გახდა ცნობილი. ნაკამურა ვიდეოთამაშებში პოტენციალს ხედავდა და მას აფასებდნენ ისეთი თამაშების პოპულარიზაციისთვის, როგორიც იყო Pac-Man. არამარტო ეგ, Namco 1983 წლის ვიდეოთამაშების ცნობილ კრიზისსაც კი გადაურჩა. ნაკამურა CEO-ს პოზიციიდან 2002 წელს გადადგა. 2007 წელს თავისი ინდუსტრიალური საქმიანობისთვის მან ჯილდოს სახით მიიღო  "Order of the Rising Sun, Gold Rays with Rosette" .
      Namco-ს პირველი ვიდეოთამაში იყო 1978 წელს გამოსული Gee Bee. მომდევნო წელს გამოსულმა Galaxian-მა კი გამოიყენა ინოვაციური ფერადი RGB გრაფიკა. თუმცა გამომცემელისთვის "დიდი მომენტი" იყო 1980 წელს Pac-Man-ის რელიზი, რომელიც მოგვიანებით გახდა დღემდე ყველაზე შემოსავლიანი არკადული თამაში.

        მასაია ნაკამურა Pac-Man-ის ერთ-ერთ არკადასთან

       დღესდღეობით Bandai Namco Entertainment უშვებს ისეთ თამაშებს, როგორიცაა Tekken, Soul Calibur, Dark Souls, Naruto Shippuden, Ace Combat და მეტს. მასაია ნაკამურა უკვე ჩვენთან აღარ არის, მაგრამ მისი სახელი და მიღწევები არავის დაავიწყდება.

რეკლამა