სტუდია Guerrilla Games-მა განაცხადა რომ PlayStation-ის ექსკლუზივი Horizon: Zero Dawn-ი უკვე მზადაა. მისი შეძენა კი უკვე ნებისმიერ მსურველს შეუძლია PlayStation Store-ს ონლაინ მაღაზიაში თუმცა რათქმაუნდა თამაში ჯერ არ გამოსულა.თამაში გამოდის ერთ თვეში უფრო ზუსტად კი 1 მარტს.
როგორც სხვადასხვა თრეილერებიდან და გეიმფლეებიდან ვიხილეთ თამაში ძალიან ლამაზად და თვალისმომჭრელად გამოიყურება მისი ულამაზესი ხედები კი ნამდვილად შესძლებს რომ თამაშზე მიგაჯაჭვოთ.
თამაშის სიუჟეტი ვითარდება პოსტაპოკალიფსურ სამყაროში სადაც ბუნების ყველაზე ძლიერ არსებებად არა ადამიანები და არა გარეული ცხოველები არამედ რობოტიზებული მონსტრები გვევლინებიან რომელთაც ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა ცხოველებს მივამსგავსებთ (ალბათ მათმა შემქმნელმა სწორედ სხვადასხვა ცხოველებისგან აიღო დიზაინი რათა მონსტრები უფრო მეტად სახიფათონი გამოჩენილიყვნენ).მოკლედ არავინ იცის საიდან მოდიან ეს არსებები და საერთოდ ვინ ქმნის მათ ან რისთვის და რაზე ან ვიზე დომინირებისთვის თუ სამყარო მთლიანად განადგურებულია თუმცა დამერწმუნებით საიდუმლოებები თამაშს უფრო მეტად საინტერესოს და დამაინტრიგებელს ხდის რაც შემქმნელებმა კარგად იციან.
თამაშის მთავარი გმირი არის გოგონა სახელად ელოი რომელიც დაიბადა და გაიზარდა უკვე განადგურებულ სამყაროში.გოგონა დაიბადა მონადირეების ტომში და თავადაც მონადირედ იქცა და იმ რკინის მონსტრებზე ნადირობს რომლებიც ადამიანების მაგივრად ბატონობენ სამყაროზე.მონსტრებზე ნადირობით გოგონა საკუთარ დასახლებაში ხორცით ხელ დამშვენებული ნამდვილად ვერ დაბრუნდება მაგრამ სითხე რომელიც მონსტრებს კორპუსის შიგნით აქვთ საკმაოდ ღირებულია და რათქმაუნდა მათი გადაცვლა სხვადასხვა საჭირო ნივთებში ხელსაყრელია რაც ტომს ნამდვილად გამოადგება.
ელოის ტომის გარდა რათქმაუნდა სამყაროში სხვადახვა ტომები და ადამიანთა ჯგუფები არსებობენ რომლებიც თავს სხვადასხვა ხელობით და საქმიანობით ირჩენენ - მაგ : ზოგი დაკავებულია სხვადასხვა საჭირო გაჯეტებისა და საბრძოლო იარაღების დამზადებით,ზოგი სოფლის მეურნეობით ცდილობს თავის გადარჩენას ზოგიც ნადირობით ისევე როგორც მთავარი გმირის ელოის ტომი.
მოკლედ თამაში უდავოდ საინტერესოდ გამოიყურება და მას სულ მალე ვიხილავთ.
როგორც უკვე ზემოთ მოგახსენენთ თამაში გამოდის ერთ თვეში კონკრეტულად კი 1 მარტს ექსკლუზიურად PS4 პლათფორმაზე.
ქვემოთ კი დატკბით თამაშის რამოდენიმე ულამაზესი სქრინით.