Tuesday, January 31, 2017

LOGAN-ის თრეილერის განხილვა და ის რაც გამოტოვეთ

LOGAN-ის თრეილერის განხილვა და ის რაც გამოტოვეთ






ცოტახნის წინ გამოვიდა "LOGAN"-ის თრეილერი, პრემიერამდე (ვგულისხმობ საქართველოს დროს) სულ რაღაც 1 თვეა დარჩენილი. ყველა გაოცებული და გახარებული დარჩა მეორე თრეილერის გამოსვლის შემდეგ. ყველას მოეწონა X-23-ის ექშენები, დაბერებული ქსავიერი (რომელიც ისედაც ბებერი იყო) და ა.შ. მაგრამ თრეილერში ამ კადრებზე ბევრად მეტია დამალული.

მოკლედ დავიწყოთ.  

მოვლენები ვითარდება 2029 წელს, კალიფორნიაში, საკრამენტოში. "X-Men Days Of Future Past"-იდან ზუსტად 1 წლის შემდეგ. ლოგანი დასუსტდა, მას ტკივილები აწუხებს, მისი დიდებული Healing Factor კი ძალიან სუსტია. ჭრილობა ინკურნება, მაგრამ რჩება ნაიარევი. დამტკიცებულია, რომ "LOGAN" და მისი წინამორბედი ფილმები X-Men-ზე არ ხდება ერთ თაიმლაინში (Days Of Future Past-ის მოვლენების გათვალისწინებით), Wolverine დაბრუნდა წარსულში და იქ ყველაფერი აურია, რათა გადარჩენილიყო მუტანტთა მოდგმა.



   პირველი კითხვა რაც გამიჩნდა იყო ამ ტიპზე. ვინ ჯანდაბაა ეს შლაპიანი დონ ხუანი, რომელიც ასე თავხედურად შემოიჭრა ამ თრეილერში. მოდით დავიწყოთ იქიდან ვინ არ შეიძლება რომ იყოს. 12 წლის ფანბოი იტყოდა რომ ეს უეჭველად დედფულია. მაგრამ... FUCK NO. ყველაფრის დედფულთან დაკავშირება უბრალოდ სისულელეა. ბევრი განიხილავს ამ ვერსიას მაგრამ პირველ ფილმში მისი გამოჩენის შემდეგ ამას რეჟისორი არ დაუშვებდა.

   წამით გავიფიქრე, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო მთავარი ანტი-გმირი Dr. Zander Rice (რომელსაც Richard E. Grant შეასრულებს). Dr. Zander Rice არის Wolverine-ის შემქმნელის Abraham Cornelius-ის შვილი. Death Of Wolverine-ში ლოგანი კლავს მამამისს, რომ გადაარჩინოს მისი ახალი "საცდელი ვირთხები" (კომიქსის წასაკითხად დააკლიკეთ აქ Death Of Wolverine). სწორედ ამიტომ Dr. Zander Rice-მა შექმნა X-23 (Laura Kinney) კლონი, რომ მოეკლა დასუსტებული ლოგანი და ეძიებინა შური მამამისის მკვლელობისათვის. მაგრამ ეს ვერსიაც გამოირიცხა. ამას მოვაყოლებ ერთ საინტერესო ფაქტს. Apocalypse-ს დასასრულს, ლაბორატორიაში რამოდენიმე კაცი შემოდის, იღებს სინჯარას სახელად "Weapon X" და დებს ქეისში რომელსაც "Essex Corp." აწერია. ეს აბსოლუტურ კავშირშია Mr. Sinister-თან, რომელიც X-Men-ის ვილაინია. მაგრამ საკითხავი ის არის, გამოჩნდება თუ არა ის "LOGAN"-ში? მაგრამ როგორც ვახსენე თაიმლაინი არეულია, ეს ფილმი სხვა ფილმებს არ უკავშირდება, ასე რომ ეს კითხვა პასუხგაუცემელია.


Image result for dr zander rice

Image result for Essex corp


   საბოლოოდ აღმოჩნდა Caliban რომელიც ჩვენ X-Men Apocalypse-ში ვიხილეთ, დიახ ეს Stephen Metchant-ია ამ ქუდის და სათვალეების მიღმა. Caliban-ს შეუძლია აღმოაჩინოს მუტანტები და მათი ძალები. თვალთვალიც კი შეუძლია მათზე. მას მგრძნობიარე კანი აქვს მზის მიმართ, მთელი თავისი ცხოვრება კი მიწის ქვეშ გაატარა. ამიტომაც გვეცხადება შუა უდაბნოში ტანსაცმელში "ჩაფუთნული". მაგრამ რეალური მიზეზი ისაა, რომ ისინი მსახიობებს ყოველ ფილმში ცვლიან. არვიცი ეს ალბინოსი ამ ფილმში რატომაა. იმედია რეჟისორს კარგი მიზეზი აქვს ამისათვის.



 
   შემდეგი კადრი, რომელიც საინტერესოა უკვე მეორე თრეილერში ვნახე, ეს იყო Donald Pierce, რომელსაც Boyd Holbrook შეასრულებს. კომიქსებში ის კიბორგია, X-Men-ის მტერი. მეორე სახელი: White Bishop. მაგრამ როგორც თრეილერში ვნახეთ (ჯერჯერობით) მას უბრალოდ კიბორგული ხელი აქვს. IMDB-ზე დაიდო ფოტო, სადაც მისი ხელია გამოსახული, თოფთან ერთად. ეს შეიძლება ლოგანის ნახელავი იყოს, ან თუნდაც ლორასი.



 

 ცოტახნის შემდეგ დაიდო Red Band Trailer, სადაც ერთი საინტერესო ფაქტი შევამჩნიე. საფლავი, რომელსაც PETERS ეწერა. ალბათ თქვენ მაშინვე Quicksilver გაიფიქრეთ. ამას ჩვეულებრივ თრეილერში ვერ დაინახავთ.



   წინა Comic Con-ზე ჰიუ ჯეკმანმა თქვა მხოლოდ ერთი რამ: "ეს ფილმი Old Man Logan-ის ისტორიაა". ეს ყველაზე დიდი სისულელე იყო ჯეკმანისგან. FOX-ს არ შეუძლია Old Man Logan-ის გაკეთება, ეს უბრალოდ შეუძლებელია. მინიმუმ ფილმში უნდა გამოჩნდეს Hawkeye, Captain America, Hulk, ასევე Thor, Loki, Mysterio, Red Skull, Spider-Man, Kingpin, Bullseye, Daredevil, Iron Man, Ultron, Venom... რაც Old Man Logan-ს ემთხვევა ეს არის ის ფაქტი, რომ ლოგანი უბრალოდ დაბერებულია.

Image result for X-23   Image result for all new wolverine

  ფილმში ასევე ვიხილავთ X-23-ის შექმნას, რაც ჩემი აზრით ერთ-ერთი გამორჩეული სცენა იქნება. X-23 Wolverine-ის კლონია, კიდევ ერთი დაუმარცხებელი, მკვლელი არსება. მათ მხოლოდ 2 განსხვავება აქვთ, სქესი და კლანჭები. ლორას 2 კლანჭი აქვს ხელებზე, ერთი კი ფეხებზე. როგორც ლოგანი, მასაც ადამანტიუმის ჩონჩხი აქვს.

მოდი გამოვიცნობ რა მოხდება, ლოგანი მოკვდება, ის კი გახდება ახალი Wolverine. თუ Mr.Sinister გამოჩნდება ფილმში, მაშინ Apocalypse-ს პოსტ კრედიტ სცენა აიხსნება.




რეკლამა