Tuesday, January 31, 2017
"Deadpool"-ისა და "Kingsman"-ის ქროსოვერი
კომიქსების მიხედვით გადაღებული R-rated ფილმები ამ ბოლო დროს დიდ წარმატებას აღწევენ. ავიღოთ მაგალითად Deadpool ან მანამდე გადაღებული Kingsman: The Secret Service - ესენი სისხლიანი კომედიის თანამედროვე ნიმუშებია რომლებიც გვიმტკიცებს რომ კომიქსები და მის მიხედვით გადაღებული ფილმები ყოველთვის მცირეწლოვანი აუდიტორიისთვის არ არის განკუთვნილი. no problem, ხალხს მოსწონს სისხლი და იუმორი და თან კომპანიებსაც დიდი მოგება აქვთ ასე რომ ვფიქრობ ასეთ ფილმებს კიდევ დიდხანს გადაიღებენ. ამ წელს გამოდის Logan, კიდევ ერთი R-rated ფილმი კომიქსების მიხედვით რომელიც საკმაოდ განსხვავებული იქნება ზემოთ მოყვანილი სხვა ფილმებისგან მაგრამ ხალხს თუ არ მოეწონება Kingsman-ის მეორე ნაწილი მაინც გაახარებთ.
MTV გაესაუბრა Taron Egerton-ს მის როლთან დაკავშრებით ანიმაციაში Sing, მაგრამ ასევე იყო კითხვები Kingsman-ის მომავალზე. მას ჰკითხეს იქნებოდა თუ არა კარგი რომ მის პერსონაჟს Eggsy-ს ჰქონოდა ქროსოვერი რომელიმე სუპერგმირთან, ჰოდა მისი თქმით Deadpool-თან კარგად შეეწყობოდა. Taron-ის თქმით სუპერგმირების უმეტესობა ოჯახზეა ორიენტირებული, მაგრამ ის Deadpool-სა და Kingsman-ს შორის მსგავსებას ხედავს, მან ასევე თქვა რომ Ryan-ს შეხვდა ახლახანს და რომ ის კარგი ადამიანია. რა თქმა უნდა ამ ორი ფილმის ქროსოვერი არარეალურია მაგრამ წარმოიდგინეთ როგორი იქნებოდა, ბევრი კომედიური და სისხლიანი მომენტებით გაჟღენთილი, მაგრამ ამავდროულად ძალიან საინტერესო ფილმი.
მიუხედავად შეუძლებელი ქროსოვერისა არ არის გამორიცხული Kingsman-ში Reynolds-ის გამოჩენა ან Deadpool-ში Egerton-ის. ისიც არ დავივიწყოთ რომ Egerton-ი არის ერთ-ერთი ფანების რჩეული მსახიობი ახალგაზრდა Logan-ის როლზე. ეგერტონს და რეინოლდსს აქამდე არანაირი კავშირი არ ჰქონდათ და რატომ შეხვდნენ ახლახანს ერთმანეთს?!