შეგახსენებთ, Samurai Jack გადიოდა Cartoon Network-ზე 2001-2004 წლებში და მასზე შემდომ დიდი ხნით მუშაობა სათანადოდ ვერ მიმდინარეობდა . მისმა შემქმნელმა გენდი ტარტაკოვსკიმ 2015 წლის დეკემბერში გამოუშვა მოკლე ტიზერი.
ეს ბოლო სეზონი იქნება სამურაი ჯეკის ისტორიის დასასრული და, როგორც Logan-ის სტილში, მას ექნება უფრო მაღალი ასაკობრივი რეიტინგი (Adult Swim-ის მიერ შემოთავაზებული თავისუფლების წყალობით) და განხილული იქნება უფრო სერიოზული თემები. ერთ-ერთ ეპიზოდში ჯეკს,ცხოვრებაში პირველად, მოუწევს ადამიანის მოკვლა. ჯამში იქნება 10 ეპიზოდი.
ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ახალი სეზონის თაობაზე ბოლოს გამოქვეყნებული ვიდეო და ნოსტალგიისთვის გაიხსენოთ ძველი ინტრო.