იმის შემდეგ, რაც სერიამ ზედმეტად action-adventure-ზე ორიენტირებული ნაწილები გამოუშვა და მეექვსე ნაწილთან მიმართებაში კრიტიკულად ჩაიძირა, ფანები მოითხოვდნენ სერიას horror-ზე დაებრუნებინა ორიენტაცია . მიიღეს კიდეც.
#1 Resident Evil 6 იყო უფრო action-adventure, ვიდრე საშინელებათა თამაში.
Resident Evil 7 : Biohazard რეალურად საინტერესო სიქველია. ერთმხრივ - იცის, რაც უნდა რომ იყოს და ცდილობს იყოს საშინელებათა თამაში და მეტი არაფერი, მეორემხრივ - მოქმედება ამჯერად ხდება პირველი პირის პერსპექტივიდან და თამაშს შინაარსობრივად წინა ნაწილებთან თითქოსდა არანაირი კავშირი არ აქვს.
ისმის შეკითხვა : გაამართლა თუ არა შედეგმა? თუ კრიტიკოსთა შეფასებებს მივენდობით - ნამდვილად!
#2 Resident Evil 7 შეგიძლიათ ჩათვალოთ კრიტიკულ წარმატებად
თამაშის Metascore (PS4-ზე) არის 86/100 და ეს არის 44 განმხილველის ჯამური ქულა. უპირველეს ყოვლისა, შემფასებლებს მოეწონათ ის ფაქტი, რომ თამაში რეალურად შიშის შეგრძნებას გიტოვებს - ეს არის,მათი თქმით, ნამდვილი საშინელება და არა რამე სლეშერი. ასევე, კამპანიის სიგრძე არის ერთი პლუსი - 10-12 საათი ან მეტი. ძლიერია აუდიოვიზუალური მხარე, რომელიც მხარს უჭერს დაძაბულ და შიშისმომგვრელ ატმოსფეროს. კრიტიკოსებს სიუჟეტიც მოეწონათ, რომლის კავშირები Resident Evil-ის მთავარ ხაზთან ბოლოსკენ ვლინდება.
მინუსებს რაც შეეხება - შეიძლება ითქვას, რომ თამაში დასასრულისკენ ოდნავ იწელება, მტრებს შეიძლება ჰქონოდათ უკეთესი ხელოვნური ინტელექტი და მეტი და უფრო რთული პაზლებიც კარგი იქნებოდა.
#3 Resident Evil 7 მხარს უჭერს PlayStation VR-ს
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მთლიანი თამაში შეგიძლიათ გამოსცადოთ PlayStation VR-ში, რომელიც კრიტიკოსებს უმეტესად მოეწონათ და ცვლის თამაშის გამოცდილებას, მაგრამ ასევე თავისი მინუსებიც აქვს - ნაკლებად გარჩევადი გრაფიკა და დისორიენტულობის შეგრძნება. (ეს ზოგს მოსდის, როდესაც პერსონაჟი მოძრაობს, მაგრამ თვითონ მოთამაშე - არა).
საერთო ჯამში, საკმაოდ ხანგრძლივი "ვინაობის კრიზისის" შემდეგ, RE 7 წარმოადგენს სერიისთვის ღირსეულ წინგადადგმულ ნაბიჯს და იმედია მომავალშიც Capcom-ისგან ვიხილავთ მსგავს მიდგომას .