They Shall Not Pass
DICE-მა ახლახანს დააანონსა,რომ Battlefield 1-ს მარტში ელის მისი პირველი DLC Pack სახელად "They Shall Not Pass" (საინტერესოა, მასში გენდალფის Easter Egg-ები თუ იქნება).
დადასტურებულია საკმაოდ ბევრი (საფრანგეთის თემატიკაზე ორიენტირებული) კონტენტი - როგორც ჩანს, სტუდია აგრძელებს ძლიერი მხარდაჭერის ტრადიციას.
4 ახალი რუკა
#1 Verdun Heights - ვერდენის თითქმის 1-წლიან ბრძოლაზე დაფუძნებული რუკა
#2 Fort Vaux - ვერდენის შეტაკების შემდეგ საფრანგეთის მეორე დაცემული ფორტი.
#3 Soissons - ადგილი, სადაც 1918 წელს ფრანგები გერმანელების წინააღმდეგ 478 ტანკით გამოვიდნენ
#4 Rupture - მდინარე ენაზე გამავალი რუკა. სავსეა სანგრებით. მდინარე ენასთან WW1-ის დროს 3 შეტაკება მოხდა
ახალი ფრაქცია
ფანების მოთხოვნის თანახმად, Battlefield 1-ის ბრძოლებს უერთდება საფრანგეთის არმია, ლურჯი უნიფორმებით.
ახალი ონლაინ-რეჟიმი
They Shall Not Pass თამაშს დაუმატებს ახალ ონლაინ-რეჟიმს : Frontlines. დახასიათებული, როგორც Conquest-ისა და Rush-ის კომბინაცია, აქ ორივე გუნდი ყოველ ჯერზე ერთი დროშისთვის იბრძვის - ობიექტივის დაჭერის შემდეგ ყურადღება სხვა ობიექტივზე გადადის. მტრის HQ საკონტროლო პუნქტს როცა დაიჭერთ, მაშინ ყურადღება გადავა სატელეგრაფო ფოსტების დაცვასა და განადგურებაზე.
დანარჩენი
თამაშს დაემატება ასევე ახალი Trench Raider Elite კლასი, 2 ტანკი და ახალი იარაღი.
#5 St Chamond - ფრანგების მიერ ერთ-ერთი გამოყენებული ტანკი