იქს-ადამიანების ახალი სერიალის პილოტი FOX-მა უკვე შეუკვეთა
FOX-მა დაანონსა მეორე ტელესერიალი "Legion"-ის შემდეგ, რომლის ისტორიაც X-Men Universe-ში ვითარდება. მისი გადაღებები დაიწყება ტელესერიალ "Legion"-ის გამოსვლის შემდეგ.
მცირე ინფორმაცია "Legion"-ზე: ამ სერიალის მთავარი გმირია ფსიქიკური აშლილობის მქონე მუტანტი სახელად ლეგიონი, რომლის როლსაც შეასრულებს დენ სტივენსი. კომიქსებში ის პროფესორ იქსის შვილია. გეგმის მიხედვით პირველ სეზონში სულ 8 სერია იქნება, სერიალი 8 თებერვალს გამოდის.
ახლა კი დავბრუნდეთ იქ სადაც გავჩერდით.
FOX-მა პილოტი გადასაღებად შეუკვეთა 20th TV-სა და Marvel Television-ს. ამ ყველაფრის უკან იმალება მეტ ნიქსი, რომელიც იქნება სიუჟეტის ავტორიც და აღმასრულებელი პროდიუსერიც.
სიუჟეტი ასეთია: მშობლები აღმოაჩენენ, რომ მათი შვილი მუტანტურ ძალებს ფლობს. ისინი გაურბიან მტრულ მთავრობას და შეუერთდებიან მუტანტებს, რომლებიც გადარჩენას ცდილობენ.
თუ "Legion" კარგი გამოვა, მაშინ ამ პროექტისგანაც გაკვირვებას უნდა ველოდოთ.