დეველოპერმა Campo Santo და კომპანია Good Universe-მა, რომელიც ხელს უწყობს ფილმების დაფინანსებასა და პროდუქციას, ძალიან ბევრი საერთო გამონახეს და მათ შორის შედგა მოლაპარაკება.
ამის შედეგად Firewatch იქნება მათი პირველი პროექტი. ასევე ორივე კომპანია ერთად იმუშავებს ამავე სერიის მომავალ თამაშებზეც.
Firewatch ეს არის სიუჟეტზე ორიენტირებული თამაში, სადაც მთავარი გმირია ჰენრი - ტყის მომვლელი, რომელმაც ახალხანს ცხოვრებისეული ტრაგედია განიცადა. თავგადასავლის მანძილზე იგი რადიოთი ესაუბრება თავის ზედამხედველს, დელაილას, რომელთანაც მოთამაშე , დიალოგური არჩევნებით, გარკვეულ ურთიერთობას ამყარებს.
როგორც ატყობთ, სიუჟეტის მთავარი თემატიკაა ადამიანთა ურთიერთობები, რაც შესაძლოა ფილმის მთავარი თემატიკაც გახდეს. ვნახოთ. Good Universe-ის რეპერტუარი შეგიძლიათ აქვე იხილოთ.