Tuesday, September 27, 2016

Dishonored 2-ის სიუჟეტის გავლა რამოდენიმეჯერ მოგიწევთ.



  Arkane Studios-ის წარმოდმადგენელმა განაცხადა რომ, იმისათვის რომ თქვენ Dishonored 2-ის სიუჟეტი სრულად შეისწავლოთ ამისათვის საჭიროა თამაშის სიუჯეტური ხაზის მინიმუმ ორჯერ გავლა.თამაშის სიუჟეტის განვითარებაზე უდიდეს გავლენას მოახდენს მოთამაშის ინდივიდუალური გადაწყვეტილებები.

 თამაშის კრეატიული სამსახურის უფროსმა “ჰარვი სმიტმა” პორტალ Finder-თან განაცხადა >>
როდესაც თქვენ პირველად გაივლით თამაშის სიუჟეტურ ხაზს თქვენ შეისწავლით თამაშის მხოლოდ მეოთხედს და თუ თქვენ გსურთ უფრო ღრმად გაერკვეთ თამაშის სიუჟეტში მაშინ თქვენ მოგიწევთ მისი კიდევ ერთხელ გავლა.როდესაც თქვენ ხელმეორედ გაივლით თამაშს აღმოაჩენთ სხვადასხვა გზებს დავალებების გავლისათვის,სხვადასხვა დიალოგებს ,აღმოაჩენთ ახალ დეტალებს,მიიღებთ ახალ შესაძლებლობებს და ნახავთ თუ როგორ მოქმედებს თამაშის გარემო მოვლენებზე თქვენი ინდივიდუალური გადაწყვეტილებები.

თამაშის გასავლელეად თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ კორვო ან ემილი.


თუ თქვენ მხოლოდ ერთი მათგანით გაივლით თამაშს ამ შემთხვევაში თქვენ გამოტოვებთ მნიშვნელოვან მოვლენებს და დიალოგებს.

Dishonored 2 გამოდის 11 ნოემბერს PC, PS4 და Xbox One პლათფორმებზე.



რეკლამა