Monday, September 26, 2016

ახალი Assassin’s Creed იქნება რევოლუციური.



   Ubisoft-ი აგრძელებს მუშაობს Assassin’s Creed-ის ახალ ნააწილზე რომელიც კომპანიის ხელმძღვანელის “ივა გიმო”-ს თქმით იქნება აბსოლუტურად რევოლუციური მის წინაპარ სერიებს შორის.კომმპანიის წარმომადგენლებმა რამოდენიმე ხნის წინ პირობა დადეს რომ თამაშის ახალი ნაწილი გამოვა 2017 წელს, თუმცაღა რადგან თამაში გვპირდება ახალ რევოლუციურ ნაწილს ამის გათვალისწინებით შესაძლოა თამაშის რელიზმა 2018 წლამდეც გადაიწიოს.

Assassin’s Creed-ი დაბრუნდება მაშინ როდესაც ახალი თამაში მზად იქნება.თამაშზე მუშაობის პროცესში ჩვენ მივხვდით რომ შეგვეძლო თამაში სრულიად ახალ საფეხურეზე აგვეყვანა ,სწორედ ამიტომ ჩვენ დაგვჭირდა უფრო მეტი დრო იმისათვის რათა თამაშის ახალი ნაწილი გამოვიდეს ნამდვილად ფანტასტიური… განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა “ივა გიმო”-მ.

როგორც იცით 2016-მა წელმა Assassin’s Creed-ის გარეშე ჩაიარა თუმცა შემქმნელები გეიმერებს მოდუნების საშუალებას არ აძლევენ რადგან ნოემბერში Xbox One-სა და PS4-ზე გამოდის Ezio Collection,რომელიც მოიცავს შემდეგი სერიების განახლებულ ვერსიებს: Assassin’s Creed 2, Assassin’s Creed: Brotherhood და Assassin’s Creed: Revelations. დეკემბრის თვეში კი მოხდება პრემიერა ფილმისა Assassin’s Creed რომელშიც მთავარ როლს “მაიკლ ფასბენდერი” ითამაშებს.






რეკლამა