Thursday, April 7, 2016
10 Cloverfield Lane - ბილიკი საპყრობილეში
10 Cloverfield Lane - ეს არის ფილმი რომელიც ახლახანს გამოვიდა, მაგრამ სამწუხაროდ დიდი პოპულარობა ვერ იპოვა, ბევრმა არც კი იცის ამ ფილმის შესახებ. სანამ გადავალთ ფილმის აღწერაზე მინდა ვთქვა რომ ფილმი არის გაგრძელება 2008 წელს გადაღებული ფილმისა Cloverfield, მაგრამ მემგონი საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს ამას იმ ფილმთან: პირველი - განსხვავებული შინაარსი, მეორე- განსხვავებული გადაღების სტილი, მესამე - განსხვავებული მონსტრი (უცხოპლანეტელი), მეოთხე - ბოლოში ვიღაც გადარჩება როდესაც წინა ნაწილში ყველა მოკვდება, მაგრამ მაინც შესაძლოა კავშირი ჰქონდეს რადგან Cloverfield-ის ბოლოში გაისვრიან ქიმიურ იარაღს გიგანტური მონსტრის გასანადგურებლად, ხოლო ფილმში 10 Cloverfield Lane ხდება მოქმედება იგივე ქიმიური იარაღის აფეთქების შემდეგ მაგრამ რამდენად სწორად გავიგე ეს ყველაფერი არ ვიცი.
ფილმის დასაწყისში მოხდება ავარია და როდესაც ავარიაში გადარჩენილი პერსონაჟი გოგო - მიშელი გაიღვიძებს აღმოჩნდება ჩაკეტილ ოთახში რომელსაც ფანჯრებიც კი არ აქვს. იგი მიბმულია კედელთან და ტელეფონი რატომღაც არ იჭერს. ცოტა ხანში მოვა ასაკოვანი კაცი ჰოვარდი რომელიც მას აუხსნის თუ რა მოხდა, იგი მას ეტყვის რომ ქვეყანა ატომური ომის წინაშე დგას, მტრებმა ქიმიური იარაღი გამოიყენეს ამერიკის მიმართ და მთელი ქალაქი განადგურებულია. ჰოვარდი მიშელს ეტყვის რომ ის ემზადებოდა ამ შემთხვევისთვის დიდი ხანი და ააშენა სახლი მიწის ქვეშ - ღრმად და იქ ისინი უსაფრთხოდ არიან, ხოლო რადიაცია ზემოთ წლების მერე გაივლის.
ჰოვარდმა შეიფარა კიდევ ერთი ადამიანი - ემეტი და ისიც იმიტომ რომ ეს სახლი სწორედ მისი აშენებულია. რამდენიმე დღე იქ ერთად ცხოვრობენ და ასე თუ ისე რამეს აკეთებენ, მაგრამ მიშელს ესმის რაღაც ხმები ზემოდან და ჰოვარდი კი მას სიმართლეს არ ეუბნება. შემდეგ კი ჰოვარდი ემეტს და მიშელს ეტყვის რომ ზემოდან ჩამოსული ხმები ეს მტრის თვითმფრინავის ხმებია, გადარჩენილებს ხოცავენ.
ჰოვარდი ხშირად ახსენებს თავის შვილს. იგი იძახის რომ მისმა ცოლმა მისი შვილი წაიყვანა და წავიდა, მაგრამ ცოტა ხანში ემეტი და მიშელი აღმოაჩენენ რომ ჰოვარდის ქალიშვილი დედამისს არ წაუყვანია და ის ჰოვარდს ჰყავდა დატყვევებული, ხოლო შემდეგ რა მოხდა ეს არ იციან, მაგრამ ფაქტია რომ იგი მიწისქვეშ არ არის, ესეიგი მკვდარია. ამას გაიგებენ წარწერით შუშაზე "მიშველეთ" რომელიც ჰოვარდის ქალიშვილის საყურითაა ამოკაწრული. მიშელი დიზაინერია და კერვაც კარგად ეხერხება, იგი გადაწყევტს აბაზანის ფარდისგან შეკეროს ფორმა რომელიც რადიაციისგან დაიცავს, მაგრამ ამას მარტო ვერ შეძლებს და ამიტომაც ემეტს ყველაფერს აუხსნის და დაიხმარებს. ჰოვარდი საიდანღაც ამას გაიგებს და მათ დაემუქრება - ერთადერთი იარაღი მიწისქვეშ ჰოვარდს აქვს, ემეტი ყველაფერს თავის თავზე აიღებს და ჰოვარდს ეტყვის რომ მიშელი არაფერ შუაშია და ყველაფერი მისი ბრალია. ჰოვარდი მოკლავს ემეტს, ხოლო მიშელი კი კვლავ გააგრძელებს ფორმის კერვას.
მიშელი გაქცევას დააპირებს და ჰოვარდი მის შეჩერებას შეეცდება, მაგრამ იგი ჰოვარდს მჟავას გადაასხავს და გაიქცევა. მჟავას დენი მოხვდება და ოთახში ცეცხლი აინთება, მიშელი სწრაფად ავა ზემოთ, მაგრამ ჰოვარდი ჯერ არ მომკვდარა და მის შეჩერებას ცდილობს, როგორც იქნა მიშელმა ჩაიცვა ფორმა და გავიდა გარეთ. მიშელი შეამჩნევს თუ როგორ დაფრინავენ ფრინველები და მიხვდება რომ არანაირი რადიაცია არ არსებობს, ეს ყველაფერი ტყუილია, მაგრამ ყველაფერი სწრაფად შეიცვლება. მიშელი ჩაჯდება მანქანაში მაგრამ მოვა რაღაც მონსტრი, რომელსაც შეუძლია გამოაფრქვიოს რაღაც ნივთიერება რომელიც ადამიანის ორგანიზმს ანადგურებს. მიშელი მანქანაში ჩაჯდება და წასვლას როდესაც დააპირებს ეს მონსტრი მანქანას აწევს და დააპირებს შეჭმას და როგორც გავარკვიე მიშელი ალკოჰოლიან ბოთლს ცეცხლს წაუკიდებს და მონსტრს პირში ესვრის, მემგონი მონსტრი მოკვდება ხოლო მიშელი წავა მანქანით. როდესაც იგი მიდის დაეცემა რაღაც ნიშანი რომელსაც აწერია 10 Cloverfield Lane. შესაძლოა ჰოვარდმა იცოდა ამ მონსტრების შესახებ და ამიტომაც ააშენა ბუნკერი მიწისქვეშ, ან შეიძლება უბრალოდ ფსიქოპატია, რომელმაც საკუთარი შვილი მოკლა და მიშელსაც იგივეს უპირებდა. მიშელი რადიოში მოისმენს რომ ჰოსპიტალში არის გახსნილი ბანაკი გადარჩენილთათვის და ყველა გადარჩენილს იხმობენ თავისთან, მიშელი მათკენ გაემართება და ასე მთავრდება ფილმი.
რეშისორია ჯ.ჯ. აბრამსი. ფილმის დასასრულის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ეს იქნება დასაწყისი Cloverfield-ის ტრილოგიის.