სანამ სტატიის კითხვას დაიწყებთ შეგახსენებთ რომ ეს არის უსპოილერო (Non Spoiler) რევიუ და ყოველგვარი შიშის გარეშე შეგიძლიათ წაიკითხოთ. სპოილერებიან უფრო დეტალურ განხილვას მოგვიანებით იხილავთ.
ჰარდკორ ჰენრი მოგვითხრობს ნახევრად ადამიანის - ნახევრად მანქანის - ჰენრის ისტორიას, რომელიც გაიგებს რომ იგი ინოვაციური ბიო-საინჟინრო ექსპერიმენტის ნაწილია რომლის მიზანიცაა შექმნას კიბორგების არმია. ამ ყველაფრის თავში კი ტელეკინეზით დაჯილდოებული ბერას ბოროტი კლონი - აკანი დგას, რომელიც ტყვედ ჩაიგდებს ჩვენს ცოლს… მაგრამ ეს ინფორმაცია რაც ახლა მოგაწოდეთ ჩვენთვის სრულიად უსარგებლოა. რატომ? იმიტომ რომ ფილმი არის პირველი პირის პერსპექტივით გადაღებული საათნახევრიანი უწყვეტი ექშენ მოქმედება, რომელიც ჩვენი საყვარელი ან არც თუ ისე საყვარელი საკულტო თამაშების პროტაგონისტად გვაგრძნობინებს თავს და მთელი ისტორია იმიტომ არის, რომ რაღაც უნდა ხდებოდეს ფილმში. გახსოვთ ალბათ 2005 წელს გამოსული ფილმი Doom, რომელიც ამავე სახელწოდების თამაშის “კინოეკრანიზაცია” იყო. ამ საშინელ ფილმში იყო ერთი ძალიან კარგი რამოდენიმე წუთიანი პირველი პირის პერსპექტივით გადაღებული ექშენ სიქუენსი, რომლის გამოც ღირს ამ ღვთისგან მივიწყებული ფილმის ნახვა. ეხლა წარმოიდგინეთ ეს სცენა ოღონდ მთელი ფილმის განმავლობაში. თან ეს ყველაფერი ისეა გაკეთებული რომ ფილმი მონოტონური არაა, გადავდივართ სხვადასხვა ლოკაციებში და გვაქვს პატარა ბრიფინგები რომელსაც გვიტარებენ ჩვენი დამხმარეები, სწორედ ისე როგორც თამაშებშია.
ერთერთი უიღბლო ცუდი ტიპი |
ფილმი გამოირჩევა თავისი ნონსტოპ ექშენით, გრაფიკული კონტენტით (რის გამოც გირჩევთ რომ ბავშვები მოარიდოთ კინოეკრანებს), იუმოირთ რომელსაც პერსონაჟებთან ერთად ის გარემოც ქმნის სადაც მოქმედება ხდება და რათქმაუნდა ინოვაციური კამერის ნამუშევარი. ალბათ გახსოვთ ნაპოვნი კადრებით აწყობილი ფილმები სადაც რამოდენიმე წუთის ყურების შემდეგ თავბრუ გეხვეოდათ კამერის რყევის და ტრიალის გამო, აქ ეს პრობლემა ნაკლებად არის რადგანაც როგორც ფილმის რეჟისორმა ილია ნაიშულერმა თქვა, ფილმის გადასაღებად 2 ინჟინერი მუშაობდა 2 თვის განმავლობაში რომ სპეციალური მაგნიტური სტაბილიზატორი შეექმნათ 2 ცალი GoPro კამერისათვის რითაც ფილმი იყო გადაღებული და ამიტომაც არ გავბრუვდით ფილმის დიდ ეკრანზე ნახვისას. გადაღების ადგილები ისეა შერჩეული, რომ თავი რამოდენიმე სხვადასხვა თამაშის სხვადასხვა ტურში გვეგონება - ესტაკადაზე გამართული რბოლა, ხიდის თავზე დევნა, ვიწრო კორიდორში შერკინებები და სართულ-სართულ მოწინააღმდეგის ხროვის წინააღმდეგ მსვლელობა.
IndieGoGo-ს კამპანია |
მოგეხსენებათ ფილმმა თავისი ფინანსური ამოწურა და დასჭირდა დამატებითი ფინანსები რომელიც IndieGoGo-ს მეშვეობით შეგროვდა და მთელი ეს დამატებითი თანხა რომელიც 250000$ შეადგენდა Post-Production-ზე დაიხარჯა. ფილმის არც თუ ისე დიდი ბიუჯეტის გათვალისწინებით ფილმის ვიზიუალური და პრაქტიკული ეფექტები სავსებით დამაკმაყოფილებელია, მეტიც ის ფილმს თავისებურ ანიმაციურ ელფერს და იუმორს მატებს. ვიდეოს ედითინგიც ისეა შესრულებული, რომ ნებისმიერი ნაბიჯი რომელიც ფილმის სიჩქარეს დააგდებს ამოჭრილია და კადრები ისეა შეხამებული მუსიკასთან რომ ეპიკურობის შეგრძნებას გვაძლევს. ფილმი კი იმდენად ჩქარი და დაძაბულია, რომ მაყურებელს მთელი ფილმის განმავლობაში სკამის კიდეზე ჯდომას დააძალებს (ეს ბოლო ფრაზა ინგლისურად ბევრად უკეთ ჟღერს!).
შარლტო კოპლის მიერ შესრულებული ერთერთი პერსონაჟი |
რამოდენიმე სიტყვა ვთქვათ დამხმარე პერსონაჟებზე, ყველაზე ხშირად შევხვდებით შარლტო კოპლის (District 9, Elysium, Europa Report) პერსონაჟს ჯიმის, რომელიც ერთგვარ მენტორობას გაგვიწევს. შარლტო, რომელმაც თავი არაორდინალური პერსონაჟების შესრულებით გაითქვა, თავის მსახიობურ ნიჭს რამოდენიმე სრულიად განსხვავებული პერსონაჟით წარმოაჩენს და შეიძლება ითქვას ფილმში ყველაზე მკაფიოდ მოკაშკაშე ვარსკვლავია. ასევე აღსანიშნავია ჰენრის ცოლის - ესტელის როლის შემსრულებელი ახალბედა ლამაზმანი ჰეილი ბენეტი რომელიც ჰენრის ადგილას ყოფნას მრავალჯერ მოგანდომებთ. ბერას კლონს დანილა კოზლოვსკი თამაშობს რომელიც აკანის შესრულებით თავის ნამდვილ გვარს ამართლებს და აქა იქ ტიმ როთიც გამოჩნდება თავისი ბრიტანული აქცენტით და ცხოვრებაზე რამოდენიმე ფრაზას გვეუბნება. მსახიობებზე მეტის თქმა თითქმის შეუძლებელია იმიტომ რომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ ფილმის იმ 5%-ში ჩანან როდესაც ფილმის 95%იანი ექშენისგან ვისვენებთ.
ფილმის ისტორია შეიძლება ავხსნათ რამოდენიმე ფაქტორით:
- ფილმის ავტორებმა ჩათვალეს რომ ისტორია მეათეხარისხოვანია ფილმში სადაც მთავარი ადგილი უჭირავს შეუჩერებელ ფრანტიკულ ექშენს რომელიც გეიმერების აუდიტორიაზეა გათვლილი
- ავტორებმა დაიტოვეს ადგილი რომ გადაიღონ სიქუელი/პრიქუელი
- უბრალოდ 80-90იანების ექშენ ფილმებისადმი იხდიან ქუდს Campy სთორითელინგით
მაგრამ მთავარი ისაა რომ როგორი კინოკრიტიკოსიც არ უნდა იყოთ და ტვინს ტ****დეთ რომ ფილმში მთავარია ისტორია, ამ ფილმით მაინც ნასიამოვნები დარჩებით, თუ რათქმაუნდა ზედმეტად კრიტიკულობასთან ერთად არ თვლით რომ ესეთ ფილმებში სისხლის მაგივრად უნდა იყოს ცისარტყელა და ლამაზი ყვავილები. მოკლედ რომ ვთქვათ ეს ფილმი გადაღებულია ერთერთი რიგითი გეიმერის მიერ რომელმაც კინო ახალგაზრდების იმ ნაწილზე გათვალა, რომელიც გაზრდილია ისეთ თამაშების სერიაზე როგორიცაა Call Of Duty, Half-Life, Doom,, Far Cry, Mirrors Edge და უამრავ სხვა საკულტო თამაშებზე. ფილმის სიუჟეტიც ზუსტად ზემოთ ჩამოთვლილის თამაშების ისტორიის ნაირად ვითარდება, რამოდენიმე წამიანი შესავალი მისიამდე და ჩეკპოინტამდე გასავლელი გზა რომელიც მტრის არმიით არის გაძეძგილი. მოკლედ რომ ვთქვათ, რეჟისორმა ჩვენ, ანუ ჰენრის მოგვცა დავალება რომ დავაგროვოთ უმაღლესი ფრაგი, ჩეკპოინტიდან ჩეკპოინტამდე მივაღწიოთ, გზად საუკეთესო იარაღები დავითრიოთ იმისათვის რომ თამაშის… უმ… ამ შემთხვევაში ფილმის ბოლოს პრინცესა გადვარჩინოთ.
ჩვენი პრინცესა - ესტელი |
რამოდენიმე წინადადებით რომ შევაჯამოთ ფილმი არის ახალი სიტყვა კინემატოგრაფიაში და დიდი ალბათობით წარმოშობს კლონების აუარებელ არმიას, ისევე როგორც Fount Footage ფილმებმა ქნეს რამოდენიმე წლის წინ და მხოლოდ ერთეული ფილმი თუ გამოირჩევა ამ ჟანრში. ახალბედა რეჟისორმა ილია ნაიშულერმა კი თავისი ადგილი დაიკავა კინემატოგრაფიის ისტორიაში თავისი განსხვავებული ფილმით.
ხო, მართლა, სანამ სტატიის გვერდს დახურავთ ყველას გირჩევთ უყუროთ ილია ბატონის მიერ გადაღებულ მოკლე ვიდეოს “Bad MotherFucker” რომელიც ჰარდკორ ჰენრის პროტოტიპად იქცა.
მომავალ სტატიამდე!
Ozzy.
Ozzy.