Friday, May 6, 2016

Forza Motorsport 6 : APEX - ბეტა ვერსია გაიხსნა + სკრინშოტები

   Forza Motorsport წარმოადგენს წინა და აწმყო თაობის ერთ - ერთ ყველაზე მაღალრეიტინგულ რბოლის სერიას . რათქმაუნდა, PC მომხმარებლები მიიღებენ მეექვსე ნაწილის საგრძნობლად შეზღუდულ ვერსიას, მაგრამ გეიმერების მოლოდინები მაღალია.
   გუშინ დაიწყო Forza Motorsport 6 : APEX - ის ღია ბეტა , რომელიც მხოლოდ DirectX 12 - ს უჭერს მხარს და მხოლოდ Windows 10 - ის გამომყენებლებისთვისაა ხელმისაწვდომი.
   წესით ეს უნდა იყოს Forza Motorsport 6 - ის უფრო შეზღუდული ვერსია - მხოლოდ Single Player რეჟიმი , 63 მანქანა და 6 ლოკაცია -  სამაგიეროდ ამჯერად Free To Play მოდელით . კრიტიკოსებს ამ სერიაში ყოველთვის მოსწონდათ მართვის დახვეწილი სისტემა , შთამბეჭდავი გრაფიკა და 60 FPS (ნუ , Horizon - ის ქვე-სერიის გამოკლებით)  
   ჯერჯერობით გრაფიკა სერიისათვის ჩვეულ სტანდარტებს ნამდვილად აღწევს (შეგიძლიათ ქვემოთ სკრინშოტებს დახედოთ) , Performance - ზე ჯერ ნაადრევია საუბარი, მაგრამ ერთ - ერთი წყარო გვამცნობს, რომ თამაში ძალიან კარგად მირბის. 
   ქვემოთ შეგიძლიათ ნახოთ გეიმპლეი, შეაფასოთ გრაფიკა და დააკვირდეთ FPS - ს (ზედა მარცხენა კუთხეში) . ვიდეოს ქვეშ ნახავთ სკრინშოტებს . 



  









რეკლამა