Tuesday, June 21, 2016

სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი SPIDER-MAN-ზე


    Spider-Man: Homecoming-ის პარალელურად Sony დიდ ნაბიჯს დგამს წინ და იღებს სრულმეტრაჟიან ანიმაციურ ფილმს Spider-Man-ზე, უფრო სწორად Spider-Man-ებზე რადგან ანიმაცია იქნება უფრო არა ჩვენთვის ნაცნობ Peter Parker-ზე, არამედ პირველ შავკანიან ადამიან-ობობა Miles Morales-ზე. ამ დღეებში Sony Pictures Animations-მა დააანონსა რომ ანიმაციის რეჟისორი იქნება Bob Persichetti. პროექტი ვითარდება პროდიუსერებთან Phil Lord და Chris Miller-თან ერთად, Phil Lord-მა ასევე დაწერა სცენარი.

    Avi Arad და Amy Pascal ასევე არიან პროდიუსერები Lord და Miller-თან ერთად. როგორც თქვეს ანიმაცია დამოუკიდებლად იარსებებს და არანაირი კავშირი არ ექნება Marvel-ის კინო სამყაროსთან, სადაც Spider-Man-ის დებიუტი ამ მაისში შედგა ფილმში - Captain America: Civil War და მას ასევე ექნება საკუთარი სოლო ფილმი 2017 წელს.



    როდესაც გავიგეთ რომ Lord და Miller-ი იმუშავებენ ანიმაციაზე, დაგვაინტერესდა იქნებოდნენ თუ არა ისინი ასევე რეჟისორები, მაგრამ მათგან უარი მივიღეთ რამაც ძალიან გაგვაკვირვა რადგან ისინი იმუშავებენ Disney-ს Han Solo-ს სპინოფზე. Persichetti-მ დაიწყო ანიმაციებზე მუშაობა Disney-ში, იგი მუშაობდა Disney-ს ცნობილ ანიმაციებზე, როგორებიცაა Hercules, Mulan, Tarzan. არც ისე დიდი ხნის წინ მან მიიღო მონაწილეობა Shrek 2 და Monsters VS. Aliens გადაღებებში, შემდეგ იყო ისტორიის დირექტორი Puss in Boots და The Little Prince-ზე მუშაობისას.

    გული მიგრძნობს ძალიან საინტერესო იქნება მიუხედავად იმისა რომ ანიმაციურია, პირველად ვნახავთ Miles Morales-ს როგორც სრულფასოვან ადამიანი-ობობას რაც ძალიან სახიფათო ნაბიჯია Sony-ს მხრიდან. დღეს მხოლოდ ის ვიცით დაზუსტებით რომ ანიმაციის პრემიერა არ შედგება 2018 წლის 21 დეკემბრამდე, ასე რომ ელოდეთ ჩვენს მეგობრულ მეზობელ ადამიან-ობობას და ჩვენს მეგობრულ მეზობელ შავკანიან ადამიან-ობობას.

რეკლამა