Razer-ის ახალი კლავიატურა BlackWidow X არის. ის 2016 წელს გამოვიდა და Razer არჩევანს მასში და წინა BlackWidow-ში გვთავაზობს.
ფასი და მომწოდებლის ინფორმაცია:
მომწოდებელი: Razer
-
ფასი: US$159.99
Razer-ის BlackWidow სერიის კლავიატურები ყველასთვის ცნობილი მექანიკური კლავიატურებია. BlackWidow X მექანიკური კლავიატურა კი ამ ოჯახის ახალი წევრია.
BlackWidow X-ს შეცვლილი და განახლებული დიზაინი აქვს. წინა BlackWidow-სგან განსხვავებით, მას არ აქვს მაკროსისთვის განკუთვნილი ხუთი დამატებითი კლავიში.
|
Razer BlackWidow X Tournament Edition Chroma და Razer BlackWidow X Chroma |
BlackWidow X, წინა ვერსიასთან შედარებით $10-ით ნაკლები ღირს, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ $160-ის გადახდა მოგიწევთ BlackWidow X Chroma-სთვის, ან $130-ის გადახდა მოგიწევთ ისეთ BlackWidow X Chroma-ში, რომელსაც არ აქვს
numpad. ხოლო თუ თქვენ, არ გსურთ დამატებითი უკანა განათება და მხოლოდ მწვანეც გაკმაყოფილებთ, მაშინ ასეთ კლავიტურაში $99-ის გადახდა მოგიწევთ.
|
Razer BlackWidow X Chroma |
ყველა ჩამოთვლილი კლავიატურა იყენებს Razer-ის საკუთარ სვიჩებს. Razer თავისი მწვანე სვიჩებით კლავიშის 80 მილიონამდე გამოყენებას გვპირდება. ეს საკმარისზე მეტი უნდა იყოს ჩვეულებრივი გეიმერისთვის.
|
Razer BlackWidow X Chroma და Razer Mamba |
BlackWidow X შეგიძლიათ Razer-ის სხვა მოწყობილობებთანაც ერთად გამოიყენოთ. Overwatch-ის თამაშის დროს მუდამ სასიამოვნოა სხვა გმირის არჩევნის დროს კლავიატურის, მაუსისა და ყურსასმენის ერთ ფერად განათება.
|
Razer Chroma Configurator - მისი გამოყენება Razer Synapse-ით არის შესაძლებელი |
BlackWidow Chroma-ის BlackWidow X Chroma-ით ჩანაცვლება რთული არ აღმოჩნდა. Razer Synapse-ის საშუალებით ჩემი დამახსოვრებული ფაილები პირდაპირ ჩამოიტვირთა BlackWidow X Chroma-ზე. მეტიც, BlackWidow X Chroma-ს გამოყენებისას უფრო მეტი არჩევანის შესაძლებლობა გვაქვს Chroma Configurator-ში.
|
Razer Chroma Workshop - ადგილი სადაც შეგიძლიათ გადმოწეროთ სასურველი კონფიგურაციები |
Chroma განათებას კი ოფიციალური მხარდაჭერა აქვს რამდენიმე თამაშისგან,
მათი რიცხვი კი დღითიდღე იზრდება - Rise of the Tomb Raider,
Overwatch, H1Z1, Call of Duty®: Black Ops III და ა.შ.
გარდა
ოფიციალური მხარდაჭერისა, თქვენც შეგიძლიათ შექმნათ აპლიკაცია Chroma
SDK-ს გამოყენებით, ან გამოიყენოთ უკვე შექმნილი აპლიკაციები - Audio
Visualizer, ChromaSync.
Razer-მა BlackWidow X-ით დაამტკიცა, რომ მას შეუძლია უფრო იაფად შექმნას და მიაწოდოს მექანიკური კლავიატურა თავის მომხმარებელს.
ჩვენ Razer-ის სხვა მოწყობილობებს მომავალშიც დავუბრუნდებით.