Monday, June 20, 2016

ჭორების თანახმად შესაძლოა განახლებული PS4-ი 2016 წლის ბოლოს გამოვიდეს გაყიდვაში.



  როგორც ვიცით კონსოლებმა უკვე დაიწყეს ტექნიკური დეტალების გაძლიერებაზე ფიქრი რადგან ის რაც ორი წლის წინათ მძლავრი იყო დღეს საკმაოდ სუსტად გამოიყურება, სწორედ ამიტომ როგორც E3 2016-ზე ვნახეთ Microsoft-მა განახლებული XBOX ONE წარმოგვიდგინა რომელიც ნამდვილად რიგიანად გამოიყურება.რაც შეეხება Sony-ს, საკუთარ კონფერენციაზე განახლებული PS4 Neo არ წარუდგენია რაც მანამდეც იყო ცნობილი რომ წარდგენა არ მოხდებოდა E3-ზე თუმცა ენდრიუ ჰაუსმა ოფიციალურად დაადასტურა ის ფაქტი რომ მასზე მუშაობა მიმდინარეობს და სწორედ ამიტომ ჯერჯერობით ვერ წარუდგენენ აუდიტორიას.საინტერესოა ალბათ ყველასთვის თუ როდის წარუდგენს სონი საზოგადოებას განახლებულ PS4-ს.
ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით პორტალი Eurogamer-ი აქვეყნებს ინფორმაციას რომლის თანახმადაც კონსოლს 2016 წლის ბოლოს ვიხილავთ გაყიდვაში.თუ ინფორმაცია სწორია მაშინ კონსოლის წარდგენა სავარაუდოდ შესაზლოა მოხდეს Gamescom, Tokyo Game Show ან Paris Games Week-ზე.ნუ ეს ყველაფერი რათქმაუნდა ვარაუდებია და მხოლოდ და მხოლოდ ჭორის დონეზეა ინფორმაცია.
საინტერესოა რას გვიმზადებს სონი,,, მისი გამოცდილებიდან გამომდინარე იმედი უნდა ვიქონით რომ განახლებული კონსოლი ბევრად და უფრო მეტიც, ძალიან მძლავრი იქნება რომელიც ხუთ ექვს წელიწადს ან მეტსაც უპრობლემოდ შესძლებს ნებისმიერი თამაშის მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

რეკლამა