ტექნიკური სპეციფიკაციები:
- პლატფორმა: PC / Mac / Linux
- სვიჩები: Razer Green
- ღილაკები: 20 მექანიკური, 1 პედალი ცერა თითისთვის, 1 ღილაკი ცერა თითისთვის - ყველა პროგრამირებადი
- სისტემური მოთხოვნილებები: ერთი USB port, Windows XP / Vista / 7 / 8 / 10, Mac OS X 10.8, Linux kernel version 3.19
- კაბელის სიგრძე: 180 სმ, დაწნული
ფასი და მომწოდებლის ინფორმაცია:
- მომწოდებელი: Razer
- მისამართი: www.razerzone.com
- ფასი: US$129.99
სანამ განხილვას დავიწყებთ, უნდა ვთქვათ რომ Orbweaver Chroma 2013 წელს გამოსული Orbweaver-ის განახლებული ვერსიაა. მექანიკური კლავიატურა Orbweaver Chroma კი პირველად Gamescom-ზე დაანონსდა და ის 2015 წლის აგვისტოში გამოვიდა.
განახლებული კლავიატურის დიზაინი არ შეცვლილა. Orbweaver-ს აქვს 20 კლავიში, რომელიც თქვენი თითებისთვის ადვილად მისაწვდომია. კლავიატურა საუკეთესოა პატარა სივრცეში გამოსაყენებლად, ხოლო თუ თქვენთვის სივრცე პრობლემა არ არის, შეგიძლიათ Orbweaver Chroma - Blackwidow Chroma-თი ჩაანაცვლოთ.
Razer Chroma Configurator - მისი გამოყენება Razer Synapse-ით არის შესაძლებელი |
Razer Chroma Workshop - ადგილი სადაც შეგიძლიათ გადმოწეროთ სასურველი კონფიგურაციები |
გარდა ოფიციალური მხარდაჭერისა, თქვენც შეგიძლიათ შექმნათ აპლიკაცია Chroma SDK-ს გამოყენებით, ან გამოიყენოთ უკვე შექმნილი აპლიკაციები - Audio Visualizer, ChromaSync.
Razer Synapse-ის საშუალებით მაკროსის დაყენება ხდება |
Orbweaver Chroma მეტია ვიდრე კლავიატურა მხოლოდ თამაშებისთვის - სასარგებლოა სხვა აპლიკაციებშიც, გამოსაყენებლად კი მარტივი და კომფორტულია.
კლავიატურის უარყოფითი მხარე კი მისი ფასია. ის დაახლოებით იგივე ღირს რაც ჩვეულებრივი მთლიანი ზომის კლავიატურა, რომლის ალტერნატივასაც Razer გვთავაზობს.
ცაციები კი რომლებიც მაუსს მარცხენა ხელით იყენებენ, სამწუხაროდ ამ კლავიატურას საერთოდ ვერ გამოიყენებენ. ცერა თითის ღილაკების გადაადგილება არ არის შესაძლებელი, რაც კლავიატურის გამოყენებაში ხელს საგრძნობლად შეგიშლით.
მომავალში ამ კლავიატურის განვითარების ნახვა საკმაოდ საინტერესო იქნება. უკაბელო Orbweaver Chroma დიდი ნახტომი იქნება Razer-ისთვის.
ჩვენ Razer-ის სხვა მოწყობილობებს მომავალშიც დავუბრუნდებით.