Monday, December 14, 2015

Life is Strange - რეცენზია


    ძალიან ხშირად თუ შეხვდებით მომენტს როდესაც, ჩამოყალიბებულ გეიმერს რომელმაც, კარგად იცის გეიმინგის  თეორიული თუ პრაკტიკული გაგება და შესაბამისად გამოცდილი აქვს ყველაფერი ეს, ბეზრდება რთული კონცეპციის მქონე თამაშები. 2015 წელი საკმაოდ დატვირთული იყო მსგავსი თამაშებით, ამაში კი დიდი როლი, Witcher 3 Wild Hunt-მა ითამაშა. აღსანიშნავია, რომ ასეთ სიტუაციას გეიმერების უმრავლესობა, სხვადასხვა გვარად ხვდება ანუ ყველა ინდივიდს, განსხვავებული პასუხი აქვს ამ თემასთან დაკავშირებით. ზოგი სეზონის დასრულებას, გეიმინგის დავიწყებით ხვდება დიახ, უმრავლესობა იღლება დიდი მოგზაურობისგან და გეიმინგს თავს ანებებს. ზოგი რთულ სეზონს, კიდებს ხელს და უფრო დიდი ინტერესით ხვდება, ანუ ემზადება ახალი პროექტებისთვის. საბედნიეროდ, ასეთი ადამიანები N რაოდენობით გვხვდებიან რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უფრო დიდ და ნაყოფიერ პროექტებს ველით ახალი სეზონისგან. მაგრამ ალბათ ხშირად შევხვდებით მომენტებს როდესაც, თქვენ გნებავთ რაღაც იოლი სეთინგის თამაში, რომელსაც შეხვდებით ასევე საკმაოდ იოლი, მშვიდი და გაწონასწორებული განწყობით. დამიჯერეთ ამის საუკეთესო მაგალითია Life is Strange.


სამწუხაროდ უკვე დღეს, მრავლად შეხვდებით ჰეიტერებს რომლებიც ამ თამაშს აკრიტიკებენ უარყოფითად. 
იშვიათად თუ შეხვდებით ადამინს, რომელსაც ნათამაშები აქვს Life is Strange და არ მოწონებია თამაშის კონცეფცია, მისი სიუჟეტი, რევოლუციური მიდგომა ვირტუალური რეალობის გადმოსაცემად. ისაუბრო Life is Strang-ზე და ბანალურად აღნიშნო NPC-ის  ხარისხი, რომელიც ყველა ადამიანისთვის გაურკვეველი მიზეზის გამო განსხვავებულია საკმაოდ სასაცილოა. რადგან ეს თამაში, ძალიან ლაკონურად და პირდაპირ გადმოგცემთ მთავარ სათქმელს. ძნელი შესამჩნევი არ იქნება ის ფაქტორი, რომ Life is Strange ასახავს ყოველდღიური ცხოვრების მაკეტს. მაკეტს, რომელიც შესრულებულია საკმაოდ საინტერესო სტილისტიკით.  ჩვეულებრივი ან განსაკუთრებული მოვლენებით დატვირთული დღე სკოლაში ან სულაც სალში, ქუჩაში ან სულაც ნებისმიერ ადგილზე სადაც არის საზოგადოების ფართო თუ ვიწრო წრე, ხდება შენთვის საინტერესო, ცხოვრებისეული კინო მოვლენა, რომელსაც კონტროლს უწევ. ამ თამაშში თავს ვერანაირად ვერ იგრძნობ მარტო, რადგან ამის საშუალებას ამ თამაშის დინამიური სეთინგი არ მოგცემს. მიუხედავად კინემატორგრაფიული და დეპრესიული სტილისტიკური მოვლენებისა შენ ახერხებ, კარგი ხასიათის შენარჩუნებას, რადგან ხარ დატვირთული ძალიან დიდი ინტერესით, ინტერესი რომელიც ყოველთვის განსხვავებულია ყველაზე უმნიშვნელო მომენტებშიც კი. კომენტარი: ეს თამაში გოგოებისთვისაა შექმნილი. თუ ხედავდით ადრე მსგავსი ტიპის კომენტარებს დაივიწყეთ, რადგან ამ თამაშს ანალოგი არ ყავს, ყველა ზემოთხსენებული მაგალითების გათვალისწინებით. 




დიახ ამ თამაშს აქვს კლასიკური სცენარი. სადაც შენ ხვდები, ხლოი პრაისს მთავარ გმირს რომელსაც დიდი ნატყვიარი აქვს ცხოვრებაში. შენი ამოცანაა შეისწავლო ამ გმირის ხასიათი, შეისწავლო მისი მეგობრების ხასიათი და ზოგადად თითოეული დეტალის არსებითი მნიშვნელობა, მაგრამ ეს არ არის ბანალური ისტორია სადაც, შენ წინასწარ მიყვები დასკრიპტულ სიუჟეტს, რომელშიც შენ ვერ ხედავ ხარისხიან ბუნებრივ ინტელექტს, არანაირად. ეს არის კლასიკური გადმოცემის მეთოდი, save the cat სადაც შენ სინქრონიზირება უნდა მოახდინო რეალურ-ვირტუალურ გარემოსთან და მასში მყოფ გამოგონილ პერსოჟებთან, სადაც შენ მოგიწევს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, რომლის არჩევაშიც თამაშის მექანიკა არ გზღუდავს. რაც Life is Strange-ის მრავალწახნაგოვანი, რეალობის ამსახველ სურათს გვიტოვებს.



ალბათ ხშირად თუ გვითამაშია თამაშები, რომლებშიც თავს მარტოდ ვგრძნობდით, მიუხედავად სხვა მე-2 ხარისხოვანი პერსონაჟებისა, სხვადასხვა ტიპის კონტაქტებისა თუ გადაწყვეტილებების მიღების საშუალებისა. ამის მიზეზი ხშირ შემთხვევაში თამაშის ჟანრია მისი სტილისტიკა, გეიმფლეის სეთინგი და სხვა მრავალი ფაქტორი რომელიც აიძულებს თამაშს ისაუბროს ლაკონურად და მშრალად. პირადად მე ასეთი შეგრძნება არ დამრჩა ამ პროექტზე, ვინაიდან საქმე ეხებოდა ხლოის ისტორიას, რომელიც თავიდანვე დამაინტერესდა. თამაშის სეთინგი ძალიან საინტერესო, ტრანს-ექსპერიმენტალური და დეპრესიული სტილისტიკის ალტერნატიული რეალობა, სადაც შენ უნდა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, ვინაიდან არასწორი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შენ კარგავ საინტერესო სიუჟეტს, საინტერესო გაგრძელებას იმ დასასრულს, რომელსაც შენ ყველაზე მეტად არ მოელოდი. იგი ქრება და შენ მას ვერ ხედავ, ამ მომენტში კი ფიქრობ იმაზე თუ რა მოხდება მომავალში და შესაძლებელია ინერვიულო კიდეც იმაზე, რომ ყველაფერი ასე დამთავრდა. მაგრამ დამიჯერეთ როდესაც ხლოის შესაძლებლობებს გაეცნობით და ხაზს გაუსვამთ კონკრეტულად იმ დიდ მონაპოვარს, რომელსაც დროის კონტროლი და შესაბამისად სიუჟეტის კონკრეტული ფრაგმენტის მანიპულირება ეწოდება, გულგრილი არ დარჩებით. თქვენ აღნიშნავთ, რომ Square Enix-მა დიდი შრომა და იდეა ჩადო ამ საერთო სურათში.



VENATUS 2015
Life is strange - მოკლე რეცენზია
ავტორი : ლუკა ზარანდია. 


რეკლამა