ELECTRONIC ARTS-ის კონკრეტულად კი Battlefield-ზე მომუშავე სტუდიის DICE-ის გუნდის წევრების უმეტესობა, ახალ პროექტზე მუშაობს იწყებს დიახ Battlefield 5-ზე. ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ სტუდია მოსამზადებელ ეტაპს გადის, რომ თამაში უახლოეს მომავალში დაანონსდეს. საიდან ვიცით, რომ თამაშის ანონსი უახლოეს მომავალში მოხდება ? აღსანიშნავია, რომ Star wars Battlefront-ზე სტუდიამ უკვე დაამთავრა მუშაობა რაც ნიშნავს იმას, რომ სტუდია სრულად მუშაობს მხოლოდ, Mirror`s edge Catalyst-ზე. EA-ს ინიციატივით კი DICE-ის წარმომადგენლები დამატებით ახალი პროექტისთვის მოემზადებიან განაცხადა DICE-ის აღმასრულებელმა დირექტრომა Dan Vaderlind-მა თავის ტვიტერზე. რათქმაუნდა ყოველივე ეს მოითხოვს, ძალიან დიდ შრომას რასაც ჭირდება სოლიდური ფულადი დაფინანსება და პროექტზე მომუშავე გუნდი სწორედ ამიტომ, EA იმატებს ახალ წევრებს (ვაკანსიების მეშვეობით) და აერთიანებს უკვე გამოცდილ DICE-ის წარმომადგენლებთან ახალბედა არტისტებს რომლებიც პირველად მოხვდებიან სტუდიაში. ლოგიკურია თამაში ოფიციალურად ჯერ არ დაანონსებულა მაგრამ, მოსამზადებელი ეტაპის შესახებ გუნდის წევრებმა უკვე შეგვატყობინეს.
ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში ინვესტორებთან შეხვედრისას, Electronic art-ის დირექტორმა Peter Moore-მა განაცხადა, რომ Battlefield 5 2017 წელს გამოჩნდებოდა ამ პროექტის სათავე კი 2016 წლის 1 აპრილიდან დაიწყებოდა, ეს არის სტუდიის ფინანსური შემოსავლის დამრგვალების თარიღი. ეგრედ წოდებული Online call სისტემა საუბრობს იმაზე, რომ შესაძლებელია Battlefield 5-ის მოვლენები იაპონიაში წავიდეს და თამაშის მთავარი გმირი ადგილობრივი ჯარისკაცი გახდეს რომელიც, საინტერესო მოგზაურობაში ჩაერთვება. რამდენაც სანდოა ეს წყარო ? რეალურად არავინ იცის სტუდიის წევრები რისთვის ემზადებიან, ვინაიდან თავად სტუდიის წარმომადგენლების უმეტესობამ არ იცის ის, თუ სად და როგორ წავა მოქმედება. შესაბამისად, წინასწარი დასკვნების გამოტანა ნაადრევია ასეთ გარემოებაში.
ოფიციალური წყაროების მიხედვით რომელიც Venatus-მა მოიპოვა ვიგებთ, რომ თამაშის ანონს ძალიან მალე უნდა ველოდოთ (Blake Jorgensen-ის თქმით) დიდი ალბათობით Playsation 4-ზე Xbox one-ზე და Microsoft Windows-ზე