ძალიან ხშირად თუ მოვისმენდით სხვადსსხვა ტიპის ჭორებს, ავატართან დაკავშირებით, ზოგი სიახლე საუბრობდა იმაზე, რომ ჯეიმს კემერონს უკვე დაწყებული ქონდა ფილმის მე-2 ნაწილზე მუშაობა. ზოგი კი ამბობდა, რომ მე-2 ნაწილი არასდროს გამოჩნდებოდა კინო ეკრანებზე. სამწუხაროდ ასეთმა მიდგომამ გამოიწვია, სკეპტიკური დამოკიდებულება, რეჟისორის მიმართ რადგან ავატარის ერთგული მაყურებლები სულმოუთმენლად ელოდნენ, ახალი ნაწილის ანონს. მინდა გითხრათ, რომ მისამართი შეგეშალათ რამე თუ ჯეიმს კემერონი, AVATAR-ის მე-2 ნაწილზე ღიად საუბრობს.
ვენატუსი გაძლევთ საშუალებას, იხილოთ თავად ჯეიმს კემერონის კომენტარი.
"გეტყვით მუშაობის რა სტადიაში ვიმყოფები, მე მიმოვიხილავ სამ ძირითად სცენარს, რა ნიშნავს იმას, რომ ვიზუალური ასპექტები ანუ ვგულისხმობ სპეციალურ ეფექტებს, მუშაობის ბოლო სტადიაზეა. ხანგრძლივი მოსამზადებელი ეტაპის შემდეგ კი დავიწყე 3 ძირითადი სცენარის განხილვა, თუ რომელია უკეთესი და რატომ. ზოგადად მოსამზადებელი ეტაპი ძალიან ხანგრძლივი იყო ანუ შეიძლება თავისუფლად ჩაითვალოს ნახსენები ეტაპი, ფილმის შექმნის ერთ-ერთ და მთავარ შემადგენელ ნაწილად, ვინაიდან სტუდიამ გაწია ძალიან დიდი შრომა, უშუალოდ პერსონაჟების, ანიმაციებისა და ლოკაციების შესაქმნელად. ყოველთვის ვამბობ, რომ საკუთარ თავს უნდა უბიძგო, შექმნა უკეთესი. სწორედ ამიტომ, მე და ჩემმა გუნდმა მიზნად დავისახეთ, გადმოგვეცა არანორმალურად დიდი ნახტომი პირველი ნაწილიდან, მე-2 ნაწილმდე რაც, რათქმაუნდა ტექნოლოგიურ პროგრესსაც მოიცავს".
ხანგრძლივი 6 წლიანი პაუზის შემდეგ, ავატარის მე-2 პროექტი ბრუნდება. ძნელი შესამჩნევი არ იქნებოდა იმ გაწეული შრომის დანახვა რაც უშუალოდ ამ ფილმზე მომუშავე გუნდმა გაწია, ჯეიმს კემერონთან ერთად. ძნელი მისახვედრი არ იქნებოდა ის, რომ ჯეიმსი დაიწყებდა ახალ პროექტზე მუშაობას. თუ გავიხსენებთ ავატარის პირველ ტრიუმფალურ რილიზს, აღნიშვნის გარეშე არ დავტოვებთ ამ ფილმის, შემოსავალს 2.8 მილიარდ ამერიკულ დოლარს.
სიქუელს დაუბრუნდებიან მთავარი გმირები, Sam Worthington-ი და Zoe Saldana. სამსახიობო გუნდს ასევე შეუერთდება Sigourney Weaver-ი და Stephen Lang-ი. კინო რილიზი შედგება 2017 წლის 25 დეკემბერს.