Tuesday, November 8, 2016

Mass Effect : Andromeda - 2 ახალი ტრეილერი, დეტალები და სკრინშოტები

    გუშინ, N7 Day-ს აღსანიშნავად, Bioware-მა ფანებს საკმაოდ ბევრი სიახლე დაახვედრა თავისი მომავალი თამაშიდან. ეს არის 2 ტრეილერი , ახალი ინფორმაცია და, რათქმაუნდა, სკრინშოტები.
  
    #1 ყინულოვანი შტორმი  - ამინდი გეიმპლეიზეც იმოქმედებს..

    Mass Effect : Andromeda-ში ბრუნდება 4-მოთამაშიანი კოოპერატიული რეჟიმი, პირველად მესამე ნაწილში რომ ვნახეთ. ასევე , სერიის RPG ფესვების თანახმად, იქნება უნარებისა და იარაღების პროგრესიის ხე. ბრუნდება ე.წ. ბიოტიკები ("სპეციალური შესაძლებლობები", ერთი გაგებით) .
 
    #2 Good old-fashioned firefights!


     ახლა კი სიუჟეტს რაც შეეხება : 2185 წელს, წინა ტრილოგიის მოვლენების პარალელურად, იწყება ე.წ. (სიურპრიზი!) "Andromeda"-ს ინიციატივა, რომლის თანახმად 4 ხომალდი (თითო სხვადასხვა რასისთვის განკუთვნილი) იმოგზაურებს ანდრომედას გალაქტიკის მიდამოებში ახალი სახლის საპოვნელად, მანამდე კი რასის წარმომადგენლები კრიოგენული ძილის რეჟიმში იქნებიან. გადის ასობით წელიწადი და Hyperion, ადამიანთა რასის ხომალდი, არასწორ პლანეტაზე აღმოჩნდება. თამაშის დასაწყისში თქვენ (სკოტ ან სარა რაიდერი, თქვენს არჩევანზეა დამოკიდებული) გეძლევათ ძალიან საპასუხისმგებლო როლი - თქვენ ხდებით Pathfinder (პრაქტიკულად, ხომალდის მეთაური), თუმცა გამოუცდელი ხართ.

    #3 ნამდვილად ლამაზი გრაფიკა. Frostbite 3, ladies and gentlemen.

    რათქმაუნდა, ეს არ არის ყველა დეტალი, რაც იყო გამოვლენილი. თქვენ შეგიძლიათ მეტი წაიკითხოთ NeoGaf-ზე, სადაც ერთ-ერთმა მომხმარებელმა დააგროვა ინფორმაცია GameInformer-ის ინტერვიუდან.

    #4 აგერ უდაბნოებიც. ლოკაციების მრავალფეროვნება გარანტირებულია.
 

    ქვემოთ იხილეთ Mass Effect : Andromeda-ს ორივე ტრეილერი. Enjoy!
    

რეკლამა