აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა რომ, დააკავეს ჰაკერები რომლებმაც 2014 წელს ჰაკერული თავდასხმა განახორციელეს Xbox Live-სა და PlayStation Network-ის სერვერებზე რამაც სერვისის გათიშვა გამოიწვია.
2014 წლის დეკემბრის ბოლოს ჰაკერულმა დაჯგუფება Lizard Squad-მა განახორციეალა Xbox-ისა და PlayStation-ის სერვერებზე DDoS თავდასხმა რამაც აღნიშნული სერვისები იმდენად დააზიანა რომ სამი დღის განმავლობაში მიუწვდომელი იყო და კონსოლების მფლობელები სამი დღით ჯოჯოხეთში ამყოფა.
თავდასხმისას Lizard Squad-მა მიიღო წვდომა Sony-ს კონფიდენციალურ ინფორმაციაზე.ამავე დროს გატეხეს სერვისი Twitch.tv და მიიღეს წვდომა მომხმარებლის ანგარიშებსა და საკრედიტო ბარათებზე.ეს ყველაფერი არ იკმარეს და თავს კიდევ ერთ სერვისს Battle.net-საც დაესხნენ.
ბოროტსა სძლია კეთილმანო ხომ გაგიგონიათ ? ხოდა მოგვიანებით თავად Lizard Squad-ი გახდა კეთილი ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი როდესაც 14 ათასზე მეტი პიროვნების მონაცემები გახდა ცნობილი თუმცა მონაცემები ყალბი აღმოჩნდა.
პოლიციამ Lizard Squad-ის 4 წევრი დააკავა სექტემბრის თვეში და მათ კიბერდანაშაულის მუხლით გაასამართლებენ.
2014 წელს აღნიშნული თავდასხმა მსოფლიოში ყველაზე ცნობილმა ჰაკერულმა ორგანიზაცია Anonymous-მა დაგმო და განაცხადა რომ აღნიშნულ სათამაშო სერვისებზე თავდასხმა არასწორი იყო.
თვე არასწორებოო პირდაპირ ასე განუცხადა.