Square Enix-ი ამ კვირაში Just Cause 3-ის მოთამაშეებს ჰპირდება ახალი რიგით მესამე დამატების გამოშვებას.
მათთვის ვისაც თამაშის Season pass აქვს შეძენილი ახალი დამატება სახელწოდებით "Mech Land Assault" ხელმისაწვდომი იქნება 3 ივნისიდან ხოლო დანარჩენი მოთამაშეები დამატებას 10 ივნისიდან მიიღებენ.
დამატებაში რიკო მიემგზავრება კუნძულ ლაკრიმა-ზე სადაც მდებარეობს კვლევითი ბაზა და ციხე-ბანაკი მებრძოლი ტყვეებისათვის,კუნძულს კი იცავენ უზარმაზარი რკინის მონსტრი რობოტები.რიკო შეიარაღებაში მიიღებს ახალ გრავიტაციულ იარაღს რომლის დახმარებითაც თქვენ შესძლებთ მტრებთან და მათ რობოტებთან გამკლავებას.