ახლახანს გვაცნობეს, რომ Friday the 13th-ის სერიას დაემატება კიდევ ერთი ფილმი ,რომელიც ამჯერად წინამორბედებისგან განსზვავებული გზით წავა.
დამაიმედებელი დეტალია, რომ სცენარის ავტორი იქნება მწერალი Aaron Guzikowski (რომელიც კრიტიკულად აღიარებულ Prisoners-ზე მუშაობდა) და ჯერჯერობით ამ სცენარს კარგი გამოხმაურება აქვს "ბევრი საინტერესო პერსონაჟის" გამო.
ფილმი ვითარდება იმის გარშემო, თუ როგორ გადაიქცა Jason Vorhees სერიულ მკლელად და სიუჟეტის ერთ-ერთი (უკვე ნაცნობი) გმირი იქნება პამელა, ჯეისონის დედა.
საინტერესოა აგრეთვე, რომ ლეგენდარული ჯონ კარპენტერი მუშაობს Halloween-ის მომავალ ნაწილზე. ეს ორი ფილმი ერთმანეთს წინააღმდეგობას გაუწევს თუ არა და როგორ შეედრება, სანახავია.ისიც ავღნიშნოთ, რომ მალე მივიღებთ Friday the 13th-ის ლიცენზირებულ თამაშსაც.
ფილმი უნდა გამოვიდეს 2017 წელს, თუმცა ზუსტი თარიღი ცნობილი არაა. ვიმედოვნოთ, რომ სიქველი და თამაშიც გაამართლებს.