გამომცემელმა Devlover Digital ახლახანს განაცხადა, რომ E3 2016-ზე რამდენიმე თამაშს დემოს გაუკეთებდა, მათ შორის Croteam-ის ახალ პროექტს. ეს უკანასკნელი კი, დიდი ალბათობით, შეიძლება იყოს Serious Sam 4 ახალი თაობისთვის.
Strafe არის პიქსელიზებული და ძალიან სისხლიანი Roguelike FPS (სრულიად ეპიკური ტრეილერით), Shadow Warrior 2 - ამბიციური სიქველი 2013 წლის ჰიტ reboot-ისთვის, ამჯერად კოოპერატიული რეჟიმით და უფრო დიდი, "რანდომიზებული" level-ებით. ყოფილი Ubisoft Paris დეველოპერებისგან ახლახანს დაანონსებული Absolver კი წარმოადგენს ე.წ. "online combat RPG"-ს. ყველაზე მეტად დამაინტრიგებელია მისი საბრძოლო სისტემა, კამერის მოძრაობა და ხელოვნური სტილი .
ზოგადად E3 2016,(ჩემი) ვარაუდით, წლებში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო უნდა იყოს. თითქმის გარანტირებული PS4 "Neo", კარგი ალბათობით Xbox One "Scorpio", უფრო მეტი VR თამაში. შესაძლოა ვნახოთ ასევე Titanfall 2 და Battlefield 1.
P.S. E3 2016 ჩატარდება 14-16 ივნისის ფარგლებში ლოს ანჯელესში.