დავიწყოთ კამპანიით. ის იქნება საკმაოდ ვრცელი - სიუჟეტის 28 თავად დანაწილებული 60-ზე მეტი მისია , 20+ საათიანი performance capture,340-ზე მეტი გახმოვანებული პერსონაჟი, 40 განსხვავებული ხომალდი, ნაწილობრივი რანდომული გენერაცია და მეტი. ასევე კასტში ვიხილავთ გერი ოლდმანს (კომისიონერი გორდონი Dark Knight ტრილოგიიდან), გილიან ანდერსონს (X-Files-ის დანა სკალი) და მარკ ჰამილს(ლუკ სკაიუოკერის როლის შემსრულებელი და ჯოკერის ხშირი გამხმოვანებელი)
გერი ოლდმანი Star Citizen-ში
თუმცა, რათქმაუნდა, ასეთი გეგმის სისრულეში მოყვანას დრო დასჭირდება და , როგორც გსმენიათ,Squadron 42 -ის რელიზი გადაიდო და ამ წელს არ შედგება. (იმედი გვაქვს ეს რეალურად პროგრესის გამოა და არ გადაიზრდება Development Hell-ში)
ახალი სკრინშოტები
ვიდეოებზე რომ გადავიდეთ, ნაჩვენები იყო ძალიან ბევრი ასპექტი - პლანეტის ზედაპირზე ფრენა, სახმელეთო ტრანსპორტით გადაადგილება, AI მტრებთან ბრძოლა, ერთი პლანეტიდან მეორეზე გადასვლა. რათქმაუნდა, არის რამდენიმე glitch და პატარ-პატარა ნაკლი, მაგრამ ,გახსოვდეთ, ეს არის work in progress. ახლანდელ სტადიაშიც ძალიან შთამბეჭდავია.
ასეთი მასშტაბი დღევანდელი ინდუსტრიისთვის ნამდვილად საოცარი რაღაცაა. 2015 წელს Star Citizen-მა უკვე 100 მილიონ დოლარზე მეტი შეაგროვა crowdfunding-ის მეშვეობით. ეს არნახული წარმატებაა. შემქმნელები თავიანთ მხარდამჭერებთან და ფანებთან ახლო კავშირში არიან - უკვე ზედიზედ მე-4 CitizenCon ამას მოწმობს. ხშირად იდება Dev Diary-ს მსგავსი ვიდეოები გაკეთებულ და გასაკეთებელ განახლებებზე. პროექტის ზომის მიუხედავად, შემქმნელები ყოველ დეტალზე ზრუნავენ - მაგ. ბევრი FPS თამაშის გამარტივებული კამერის ნაცვლად აქ წარმოდგენილია მთელი სიმულაციის სისტემა მხედველობისთვის და თავის როტაციისთვის.
ახალი გეიმპლეი 4 ვიდეოდაა დაყოფილი. პირველი ნაწილი შეგიძლიათ ქვემოთ იხილოთ, მანდვე იქნება პლეილისტი.