Thursday, October 13, 2016

No Man's Sky რეკორდებს ხსნის

შეიძლება თუ არა 1 დღეში წლის ყველაზე ამაღელვებელი თამაში გახდეს წლის ყველაზე შეძულებული თამაში? პასუხი მარტივია - დიახ.
როგორც სათაურშივე წაიკითხეთ, No Man's Sky რეკორდებს ხსნის... თუმცა არა ისე, როგორც Hello Games და Valve ივარაუდებდა.
რამოდენიმე დღის წინ, No Man's Sky-მ მოხსნა ყველაზე ცუდი რეკორდი რისი წარმოდგენაც შეგეძლოთ. პროდუქტმა ოფიციალურად "აჯობა" მის კონკურენტებს და გახდა ყველაზე დაბალ რეიტინგიანი თამაში Steam-ზე.



აი ასე გამოიყურება დღეს No Man's Sky-ს Steam-ის გვერდი. ასეთი რეიტინგის მიუხედავათ, დეველოპერები ისევ აგრძელებენ სირაქლემას პოზაში ყოფნას და თან წყალს ნაყავენ არაფრისმომცემი Update-ების გამოშვებით. საბოლოო ჯამში კი, 2016 წლის ოქტომბრის მონაცემებით, თამაშს აქვს 50 ათასამდე უარყოფითი განხილვა და ფასი კი ისეთი, თითქოს AAA თამაში იყოს.



თქვენთვის ალბათ საინტერესოა ერთი რამ, არის No Man's Sky ცუდი თამაში?
პასუხი მარტივია - არა.
თუმცა ეს ის "არა" არ არის რასაც ყოველდღიურად ვიძახით, ეს ის "არაა" რომელსაც ბიძაშენს ეუბნები ხოლმე, 50 ლარიან კუპიურას რომ გაწვდის, ან შენი კლასელის დედას, ასე კარგად გაკეთებულ სადილს რომ გთავაზობს.


პროდუქტი, რომელიც გამოსვლის დღეს ვიხილეთ, არაფერია იმასთან, რაც დაანონსებული იყო. ეს მართალია, თუმცა მოდით დავფიქრდეთ. რომ არ ყოფილიყო ამდენი მცდარი მარკეტინგი, თქვენთვის No Man's Sky მაინც ცუდი თამაში იქნებოდა?
მართალია, Hello Games-მა მოგვატყუა, მართალია რომ მათ იმედები გაგვიცრუეს. თუმცა, თუ თქვენ გინდათ, რომ ითამაშოთ კოსმიური აღმოჩენების სიმულატორი, თამაში სწორედ თქვენთვისაა. არ დაუჯეროთ იმ 50 ათას კაცს, რომელიც მეტს მოელოდა თამაშიდან და ცადეთ თქვენთვითონ, არ მოგეწონა თამაში? დაიბრუნე დახარჯული თანხა უკან.

თქვენთვის No Man's Sky-ს "აქებდა და ადიდებდა" Invisibru.

პ.ს იმათთვის, ვინც სტატია ბოლომდე წაიკითხა საჩუქარი მაქვს.



რეკლამა