ძველებური სლეშერების ფანებისთვის გვაქვს ძალიან კარგი ამბები - მომავალ Friday the 13th-ის თამაშს ექნება აგრეთვე Singleplayer რეჟიმი და რამდენიმე დამატება.
პირველი დამატება ეს არის ახალი პერსონაჟი - ტომი ჯარვისი (სპოილერები: ეს ის ადამიანია, რომელმაც პირველად დაამარცხა ჯეისონი) , მეორე დამატება ეს არის ახალი რუკა - Packanack Lodge (ფილმებში ეს არის კაბინების კრებული, ოდნავ მოშორებული Crystal Lake-ს). თუმცა უდიდესი სიახლე ეს არის ახალი სოლო კამპანია. თამაშის Multiplayer რეჟიმი გამოვა 2017 წლის პირველ მეოთხედში, კამპანია და Bot mode კი მოგვიანებით, იმავე წლის ზაფხულში (არსებული მფლობელებისთვის უფასოდ).
Friday the 13th, როგორც გახსოვთ, იყო Kickstarter წარმატება და ამავე წელს მხარდამჭერებს ექნებათ შანსი ითამაშონ მისი ბეტა ვერსია. ასევე, ახლოვდება ჰელოუინი (31 ოქტომბერს) და შესაძლოა ამ დროისთვის თამაშზე მეტი საინტერესო დეტალი გავიგოთ. Stay creepy!