ალბათ კითხვას თუ რომელია ერთ-ერთი საუკეთესო პოს-ტაპოკალიფსური ტიპის თამაში?,ნებისმიერი გეიმერი მარტივად გასცემს პასუხს და იტყვის რომ,რათქმაუნდა ეს არის Metro.
ამ საოცარმა თამაშმა ნამდვილად მოხიბლა გეიმერები და არა მხოლოდ გეიმერები რადგან როგორც იცით ვიდეოთამაში შექმნილია წიგნის მიხედვით რომელიც საოცარმა დმიტრი გლუხოვსკიმ გვისაჩუქრა ჟანრის უზომო მოყვარულებს.
როგორც იცით Metro-ს საკითხავი ვერსია სამ წიგნად არის გამოსული და ესენია : Metro 2033 - 2034 - 2035.რაც შეეხება თამაშს, ალბათ ბევრს არც ჭირდება ამის შეხსენება მაგრამ მაინც გეტყვით რომ წიგნის მიხედვით სულ თამაშის ორი ნაწილი ვიხილეთ,პირველი - Metro 2033 რომელიც 2010 წელს გამოვიდა და მეორე - Metro : last light რომელიც 2013 წელს ვიხილეთ და სამწუხაროდ მას მერე გეიმერები დავიჩაგრეთ.
წიგნის ავტორმა 2016 წელს დაადასტურა რომ დეველოპერებს რომლებმაც თამაშის წინა ორ ნაწილზე იმუშავეს (საუბარია 4A Games-ზე) სურდათ თამაშის გაგრძელებაზე მუშაობა.
როგორც იცით 4A Games-ი უკვე მუშაობს ერთ პოსტ-აპოკალიფსურ პროექტზე სახელწოდებით Arktika.1 რომელზე ინფორმაციასაც ჩვენს საიტზე უკვე ნახავდით. საბედნიეროდ როგორც უკვე ცნობილი გახდა დეველოპერები კიდევ ერთ პროექტზე მუშაობენ რომელიც Metro-ს სერიის ახალი ნაწილი Metro 2035 იქნება.ინფორმაცია გაავრცელა წიგნის Metro 2035 ოფიციალურმა ინგლისურ ენოვანმა ვებ გვერდმა.
თამაშის შესახებ სხვა კონკრეტული დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია თუმცა ვიცით რომ თამაში 2017 წელს გამოვა.