Monday, November 7, 2016

Hello Games აგრძელებს No Man's Sky-ზე მუშაობას.



   Sony Worldwide Studios-ის ხელმძღვანელმა შონ ლეიდენმა YouTube Gaming-ზე Live გადაცემაში საინტერესო და ალბათ ცოტა არ იყოს სახუმარო ინფორმაცია გვამცნო.
შონის თქმით გეიმერებისთვის ცნობილი კარგი კაცი შონ მიურეი და მისი საყვარელი სტუდია Hello Games-ი კვლავაც აგრძელებენ საკუთარ უპრეცენდენტო პროექტზე No Man's Sky-ზე მუშაობას.ხო ალბათ გაგეცინებათ ამის მოსმენა რადგან როგორც ცხოვრება გვასწავლის მიცვალებულის გაცოცხლება შეუძლებელია,ასე რომ ნამდვილად გაურკვეველია რას გულისხმობს შონი ლეიდენი.მისი თქმით შემქმნელები თამაშთან დაკავშირებით არსებული ამბიციების სრულ რეალიზებას შესძლებენ, რაც ცოტა არ იყოს ხმამაღალი ნათქვამად მიმაჩნია,ნუ ალბათ ორი სამი წლის შემდეგ შეიძლება ასეც მოხდეს.

როგორც იცით სექტემბრის დასაწყისში კომპანიამ თამაშის გასაუმჯობესებლად გამოუშვა პატჩი 1.09 PC-სა და PS4-პლათფორმაზე,თუმცა თქვენ გაეცით კითხვას პასუხი თუ რამდენად უშველა პატჩმა თამაშს.
ჩემთვის და ალბათ ბევრი ადამიანისთვის სრულიად გაურკვეველია თუ რატომ გამპოუშვა Hello Games-მა შექმნის შუა სტადიაში მყოფი თამაში,დიახ ნამდვილად შუა სტადიაში მყოფი შეიძლება ითქვას თუ უფრო უკან მყოფიც არა.
სამწუხაროა რომ ეს შეცდომა დაუშვა კომპანიამ თუმცა იმედი ვიქონიოთ რომ შეძლებენ და საბოლოოდ ისეთ პროექტს დაამსგავსებენ როგორადაც აქამდე თრეილერებიდან თუ სხვა განცხადებებიდან გვაცნობდნენ.




რეკლამა