თუ Marvel-ს შეუძლია იყოს არასაბავშვო DC-ს შეუძლია იყოს საბავშვო და თან მითუმეტეს თუ საქმე Lego-ს ეხება. Lego-ს ანიმაციებში ხშირად ნახავთ DC-ს სუპერგმირებს და ეს იმიტომ რომ ამ ანიმაციების უმეტესობა თვითონ ამ სუპერგმირებზეა და აი Lego-ს სტილის ანიმაციების გაკეთება უკეთესი ხარისხით დაიწყო. საერთოდ Lego-ს მულტფილმები ბევრია მარა მათი უმეტესობა კეთდებოდა ისე როგორც ყველა დანარჩენი ანიმაცია, მაგრამ უეცრად ხალხმა ვინც ამ ანიმაციების უკან დგას გადაწყვიტეს რომ უფრო დაეხვეწათ ეს მულტფილმები და მიეცათ "ფიზიკა" და როდესაც ახალ Lego-ს მულტფილმებს ნახავთ ისეთი შეგრძნება გექნებათ თითქოს პერსონაჟები ნამდვილი სათამაშოებია და უბრალოდ მოძრაობენ, მოკლედ შემქმნელები ყველანაირად ცდილობდნენ რომ რეალისტურობა მიეცათ ანიმაციისთვის. პირველი ასეთი მულტფილმი იყო The Lego Movie სადაც Batman-ს არ ჰქონდა წამყვანი როლი მაგრამ ამჯერად ყველაფერი შეიცვალა და გამოიცანით ვისზე იქნება მორიგი Lego ფილმი, პრინციპში ამას გამოცნობა არც სჭირდება.
The Lego Batman Movie უკვე მალე გამოვა და რა თქმა უნდა თრეილერებიც და TV Spot-ებიც უხვადაა Youtube-ზე. ახლახანს გამოვიდა კიდევ ერთი თრეილერი და ამ თრეილერში უკვე უკეთესად ჩანს ანიმაციის შინაარსი. ეს მულტფილმი იქნება რა თქმა უნდა ბეტმენზე და მის დამოკიდებულებაზე თავის სამუშაოსთან და საერთოდ ყველასთან. ბრიუს უეინი ვერ იქნება ყოველთვის მარტოხელა და ამას თავადაც ხვდება უბრალოდ ამის თქმა არ სურს, ალფრედი კი ყოველთვის ცდილობს რომ მას ოჯახის ყოლის უპირატესობები დაანახოს. როგორც თრეილერიდან ჩანს ბრიუსი იშვილებს ბიჭუნას რომელიც საკმაოდ ენერგიულია და ცნობისმოყვარე, მოკლედ იდეალური კანდიდატი თანაშემწედ. თრეილერში ჩანს მთლიანი Batcave და ასევე ბეტმენის კოსტუმები რომელთაგან ერთ-ერთს თავად ეს ბიჭიც მოირგებს. მულტფილმს ექნება ძალიან მხიარული და ოჯახური მნიშვნელობა და კარგი ვარიანტია რომ ბეტმენის ხასიათებს გაეცნოთ თუ ჯერ კიდევ არ იცით თუ როგორია ის, ის სერიოზულია და დინჯი მაგრამ მასში მაინც არის რაღაც მგრძნობიარე და მოსიყვარულე. როგორც ჩანს მთლიან Bat ოჯახს არ გვაჩვნებენ, მაგრამ ბეტმენი, ალფრედი, რობინი და ბარბარა გორდონი უკვე საინტერესოა, თანაც შესაძლებელია ბარბარა გორდონი არ იყოს როგორც Batgirl რადგან თრეილერში მას თავისი კოსტუმი არ ეცვა და თანაც ის ახალი კომისარია, შეიძლება სამუშაოს ასრულებდეს არა როგორც ნიღბიანი გმირი, არამედ უფრო კანონიერი გზით. ასევე ნაჩვენები იქნება ჯოკერისა და ბეტმენის დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ, ის რომ მათ ერთმანეთთან ბევრი რამ აკავშირებთ და როდესაც ბეტმენი ამბობს რომ მისი უდიდესი მტერი სუპერმენია ჯოკერს სწყინს, ხო და თანაც აჩვენეს კადრი რომელიც ძალიან ჰგავს Batman vs. Superman-ის ერთ-ერთ სცენას მაგრამ უფრო "ლეგოლიზირებულია". ანიმაციის მთავარი ბოროტმოქმედი ასევე ჯოკერი იქნება მაგრამ მულტფილმის მეგობრული ატმოსფეროს გათვალისწინებით სავსებით შესაძლებელია რომ ბოლოში ბეტმენმა და ჯოკერმა ძალები გააერთიანონ საერთო პრობლემის მიმართ.
მსოფლიო პრემიერა შედგება 2017 წლის 10 თებერვალს, ასე რომ ელოდეთ, რადგან სულ ცოტა დარჩა!!!!