“Mark cern”-იმ რომელიც არის წამყვანი არქიტექტორი პროექტისა PS4 Pro, პორტალ Eurogamer-თან ინტერვიუში განაცხადა რომ, Sony-ი განახლებული კონსოლის ოპერატიულ მეხსიერებას გაზრდის 1 გეგაბაიტის ოდენობით.
როგორც იცით სტანდარტული PS4 აღჭურვილია 8 გბ ოდენობის GDDR5-ის ოპერატიული მეხსიერებით ხოლო განახლებული PS4 Pro მიიღებს დამატებით 1 გბ DDR3-ს და საერთო ჯამში კონსოლი აღიჭურვება 9 გბ ოდენობის ოპერატიული მეხსიერებით.
“Mark cern”-ის თქმით კომპანია თავდაპირველად ვარაუდობდა რომ განახლებული კონსოლისთვის სრულიად საკმარისი იქნებოდა 8 გბ ოპერატიული მეხსიერება თუმცა შემდეგ გადაწყვიტეს მეხსიერების მომატება იმის გათვალისწინებით რომ როდესაც მოთამაშე თამაშს დააპაუზებს ჩაკეცავს და გადავა კონსოლში არსებულ სხვა პროგრამაზე (მაგ:Netflix) ამ დროს კონსოლი გაშვებულ თამაშსაც ინახავს ოპერატიულ მეხსიერებაში და მის დატვირთვას ახალი პროგრამის რესურსიც ემატება რაც კონსოლის წარმადობის შემცირებას იწვევს.სწორედ ამიტომ გადაწყვიტა კომპანიამ რომ, განახლებული PS4 Pro აღიჭურვოს 9 გბ ოპერატიული მეხსიერებით.
PS4 Pro გამოდის 10 ნოემბერს,მისი ფასი კი 399 $ იქნება.