Monday, October 24, 2016
"Deadpool 2" შესაძლოა Quentin Tarantino-მ გადაიღოს
როგორც ჩანს Deadpool 2 არც ისე მალე გამოვა როგორც გვეგონა, რადგან ამ მომენტში ჯერ ისიც კი არ ვიცით თუ ვინ იქნება ფილმის რეჟისორი. Tim Miller-ი, ადამიანი რომელიც ხელმძღვანელობდა Deadpool-ის გადაღებებს აღარ იმუშავებს Deadpool-ის სექუელზე. რატომღაც მგონია რომ Fox-მა ცოტა არ იყოს გააფრინა, რადგან ტიმ მილერმა გადაიღო ფილმი რომელმაც Fox-ს ამ წელს ყველაზე დიდი შემოსავალი მოუტანა. საქმე იმაშია რომ Deadpool/Wade Wilson-ის როლის შემსრულებელი Ryan Reynolds და რეჟისორი Tim Miller ვერ შეთანხმდნენ თუ ვინ იქნებოდა Cable-ს როლში, რაიან რეინოლდსს აქვს Fox-ისგან ბოძებული უფლება რომ თავისი შემოქმედებითი ცვლილებები შეიტანოს ფილმში და საბოლოოდ საკითხი ისე დადგა რომ ორივე ერთად ვერ იმუშავებდნენ, Fox-მა გადაწყვიტა რომ რაიან რეინოლდსი მათთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო და ტიმ მილერი მოხსნეს ფილმზე მუშაობიდან.
ჩნდება კითხვა, ვინ იქნება Deadpool 2-ის რეჟისორი?! როგორც უკვე ვახსენე ჯერ რეჟისორის პოსტზე არავინ არ აუყვანიათ, მაგრამ ფანებმა უკვე დაიწყეს თავიანთი ვარიანტების შემოთავაზება და აღმოჩნდა რომ ერთი ვარიანტი ბევრ მათგანს მოეწონა. როგორც უკვე სათაურიდან გამომდინარე მიხვდით ლაპარაკია Quentin Tarantino-ზე, ადამიანზე რომელმაც ძალიან ბევრს დაამახსოვრა თავი თავისი შემოქმედებით. თუ თქვენ უყურებთ ფილმს სადაც ძალადობაა და ბევრი სისხლი, მაგრამ ამავდროულად იუმორი და მაგარი მუსიკა მაშინ შესაძლებელია თქვენ სწორედ მის ფილმს უყურებთ. რამდენიმე დღის წინ ერთმა ტიპიურმა ფანმა დაიწყო პეტიცია იმაზე რომ ტარანტინომ გადაიღოს Deadpool-ის გაგრძელება. იდეა იმდენად საინტერესოა რომ მას საკმაოდ ბევრი ადამიანი შეუერთდა, ამ აზრს არც თუ ისე ბევრი მხარდამჭერი ჰყავს ამ მომენტში მაგრამ ასე ვთქვათ "რაზგონს" იღებს და იმ დროში რაც მე ამ ტექსტს ვწერ 40-მდე მომხრე დაემატა, მაგრამ დამიჯერეთ დრო და დრო ეს პროცესი უფრო მალე წავა. მაგრამ მოდით დავფიქრდეთ კარგი იქნება თუ არა რომ Quentin Tarantino-მ გადაიღოს ახალი Deadpool? როგორც უკვე გითხარით რაიან რეინოლდსს დიდი უფლებები აქვს Fox-ისგან და ტარანტინოს კი ყველაფრის თავისებურად გაკეთება უყვარს და ეს ყველაფერი შესაძლოა კიდევ ერთი კონფლიქტის დასაბამი გახდეს, მაგრამ არის ასევე მეორე ვარიანტი რომლის თანახმადაც რაიანი და ქუენთინი ერთად და მეგობრულად გადაიღებენ ფილმს და შედეგად მივიღებთ კიდევ ერთ კინო-შედევრს Fox-ის სუპერგმირულ კინო სამყაროში. რაიანი დიდ პატივს სცემს ქუენთინს და საერთოდ მის შემოქმედებას და ეს არაერთხელ აუღნიშნავს და ვფიქრობ არ იქნება წინააღმდეგი რომ მან გადაიღოს ფილმი, ასევე ტარანტინოც დიდ სიმპატიას გამოსთქვამს კომიქსების მიმართ და დარწმუნებული ვარ Deadpool ერთადერთი სუპერგმირია რომელზეც ოდესმე შეიძლება ტარანტინომ ფილმი გადაიღოს.
თუ შენც მიგაჩნია რომ ქუენთინ ტარანტინო კარგი ვარიანტია Deadpool 2-ის სარეჟისოროდ მაშინ გადადი ბმულზე და დაეხმარე ხალხს რომ ეს თხოვნა Fox-მდე და თავად ტარანტინომდე მიიყვანონ.