Monday, October 24, 2016

Dishonored 2 - ახალი live action ტრეილერი

   Bethesda-მ გამოაქვეყნა ახალი live action ტრეილერი Dishonored 2-სთვის, რასაც რეალური შანსი აქვს, წინა თამაშივით, იყოს კომპანიისთვის დიდი ჰიტი. ტრეილერი ბევრის მთქმელი არაა, გარდა იმისა, რომ ვხედავთ ერთ ახალ ბოროტმოქმედს, რომელსაც ემილისთან (ახალ პროტაგონისტთან) აქვს "პირადი პრობლემები". ნაჩვენებია ბევრი ადრე ნანახი დეტალი - ახალი მტრები, კორვოს და ემილის შესაძლებლობები და ა.შ.
   ტრეილერი შეგიძლიათ ქვემოთ იხილოთ. შეგახსენებთ, თამაში გამოდის 11 ნოემბერს PC, Xbox One და PS4 პლატფორმებზე.

რეკლამა