Saturday, October 22, 2016

The Last Guardian-ის შექმნის პროცესი დასრულდა

    არსებობს თამაშების ინდუსტრიაში ასეთი ტერმინი, სახელად "Development Hell". ეს ითქმის მაშინ, როდესაც პროექტის შექმნის პროცესი ზედმეტად "გაწელილი" გახდება (5 ან 7 წელი, შეიძლება მეტი). ამ დროს, როცა პარალელურად ინდუსტრია წინ მიიწევს, თამაშის კონცეპცია უმეტეს შემთხვევაში ძალიან რადიკალურ ცვლილებებს განიცდის - ხშირად გამარტივებულიც კი ხდება. თუმცა ეს ყველაფერი არაა - არის სხვა ნიუანსებიც - გასაუმჯობესებელი გრაფიკა, ახალი პლატფორმები, და სხვა ასპექტები, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში განახლება სჭირდება.

        #1Doom(2016) 8 წელი იყო მზადებაში, მაგრამ ,საბედნიეროდ, წარმატებული აღმოჩნდა
    რათქმაუნდა, საინტერესო კონცეპციის გარდა, The Last Guardian ცნობილი სწორედ ამ მიზეზის გამო გახდა. კლასიკური ICO-სა და Shadow of the Colossus-ის შემქმნელებისგან, პირველად 2007 წელს დაანონსებული, შემდეგ კი E3 2015-ზე ხელახლა გამოვლენილი PlayStation 4-ის ექსკლუზივად , ეს პროექტი უკვე 9 წელი არის მზადებაში.
    The Last Guardian-ში თქვენ აკონტროლებთ პატარა ბიჭს, რომელიც მოხვდება დანგრეულ ქალაქში და წააწყდება უზარმაზარ არსებას, რომელსაც ტრიკოს დაარქმევს. სიუჟეტი ვითარდება ტრიკოსა და ამ პატარა ბიჭის ურთიერთობის გარშემო - ეს არის მათი მეგობრობის ჩამოყალიბების ისტორია.

    #2 ტრიკო - რომელიც არაა თქვენი ჩვეულებრივი შინაური ცხოველი

    მინდათ მოგახსენოთ, რომ TLG-ს შექმნის პროცესი როგორც იქნა დასრულდა.დიახ, ეს თამაში პრაქტიკულად არ ასცილდება თავის 6 დეკემბრის გამოსვლის თარიღს. ეს ამბავი ცნობილი გახდა Twitter-ზე, ფუმიტო უედას(თამაშის რეჟისორის) ანონსის შედეგად. ეს ტვიტი წაშლილი კი იყო, უცნობი მიზეზების გამო, მაგრამ ამ ეტაპზე თამაშის რელიზის დაყოვნებას გამოვრიცხავთ.
    თუმცა წინასწარ გირჩევთ მოლოდინები არ აიმაღლოთ, არამედ დაიცადოთ, სანამ განხილვები არ დაიდება. ასევე, ვისაც hands on გამოცდილება ჰქონდა შერეული შთაბეჭდილებები გამოთქვეს. ზოგიერთის თქმით თამაშს ჰქონდა გრაფიკული და კონტროლის პრობლემები. ამიტომაც, wait and see.
    თუ გაინტერესებთ თამაში როგორია, ნახეთ ეს 18-წუტიანი გეიმპლეი TGS 2016-დან.
   

რეკლამა