Saturday, October 22, 2016

Joss Whedon-ს სურს რომ გააკეთოს "Star Wars"-ის სპინ-ოფი



    შესაძლებელია ბევრისთვის არც იყოს გასაკვირი რომ Joss Whedon-ს აქვს სურვილი რომ გადაიღოს Star Wars-ის ფილმი, ვის არ მოუნდებოდა მაგრამ ადამიანს რომელიც დგას ძალიან ბევრი ფილმის უკან (მათ შორისაა The Avengers-ის ფილმები) აქვს საკმაოდ სპეციფიური სურვილი რომ გაემგზავროს "in a galaxy far, far away".

    Joss იძახის რომ მისი სურვილი გადაიღოს Star Wars-ი მას შემდეგ გაიზარდა რაც მან არც ისე დიდი ხნის წინ ნახა თრეილერი ფილმისთვის Rogue One: A Star Wars Story.
Star Wars-ის ანთოლოგიის ფილმები შეავსებს სიცარიელეს Star Wars-ის ძირითად ეპიზოდებს შორის. Rogue One: A Star Wars Story და Phil Lord-ისა და Chris Miller-ის ახალგაზრდა Han Solo-ს ფილმი ჯერჯერობით ცალკეულ სერიებში შემავალი ერთადერთი დამტკიცებული ფილმებია, ასევე არის ლაპარაკი Boba Fett-ის ორიჯინ ისტორიაზე, მაგრამ ეს კიდევ ცალკე ამბავია.

    Rogue One, Gareth Edwards-ის რეჟისორობით იქნება Star Wars-ის ანთოლოგიის პირველი ფილმი და მისი პრემიერა 16 დეკემბერს შედგება.



რეკლამა