დიახ, როგორც მოგეხსენებათ, ეს არის პერსონაჟისთვის ბოლო გამოჩენა ეკრანზე და ის იქნება, თვით ჰიუ ჯეკმანის თქმით, წინა ფილმებისგან ძალიან განსხვავებული. ტრეილერის ყურებისას შესამჩნევია უფრო ნელი, დრამატული ტონი, დაბერებული ძველი პერსონაჟები და რამდენიმე ახალი - მათ შორის X-23.
#1 ლოგანი არაა ახალგაზრდა - მისი შეხორცების უნარიც დაქვეითდა
ეს არის (არაზუსტად) დაფუძნებული Old Man Logan-ის კომიკსზე, რაც იმ ფაქტში აისახება, რომ სიუჟეტი ნაწილობრივ უდაბნოში ვითარდება. შორეული მომავალი, სადაც მუტანტები თითქმის გაქრნენ. მთავრობა ატარებს ე.წ. Transigen ოპერაციას, მუტანტი ბავშვების იარაღებად გამოყენებისთვის. პროფესორი X ავადაა, ლოგანი კი ალკოჰოლიკია, მაგრამ მოუვა მისნაირი შესაძლებლობების მქონე ბავშვი - X-23, რომლის წრთვნასაც იკისრებს.
#2 დაფნე კინი ახალგაზრდა X-23-ის როლში
Logan-ს ექნება R-რეიტინგი. მისი გამოსვლის თარიღია 3 მარტი. ტრეილერი ნახეთ ქვემოთ. Goodbye, Wolverine.