დიდი ხნის ლოდინისა და არნახული Hype Train-ის შემდეგ, Battlefield 1 ესესაა გვიახლოვდება. DICE-ის სემინალურმა სერიამ არაერთი ეტაპი გაიარა და განიხილა რამდენიმე საომარი თემატიკა, ამჯერად კი მიუბრუნდა პირველ მსოფლიო ომს. და რა შედეგები მოიტანა ამ უჩვეულო გადაწვეტილებამ? განხილვებს თუ მივენდობით, ეს შესაძლოა იყოს Battlefield-ის ისტორიაში საუკეთესო ნაწილი.
#1 War Stories-ში თქვენ გამოსცდით სხვადასხვა პერსპექტივას
Battlefield 1-თან, განმხილველთა მიხედვით, DICE-მა თავის თავს რეალურად აჯობა, რაც ყველაზე მეტად გამოიხატება მის Singleplayer კომპონენტში - War Stories, კრიტიკოსთა მიხედვით, არის საინტერესო, ემოციური და მრავალფეროვანი გამოცდილება, რომელიც რეალურად პატივს აგებს ამ საშინელ კონფლიქტში დაღუპულ ჯარისკაცებს. სოლო რეჟიმი, რომელმაც სერიის ისტორიაში არნახული გამოხმაურება მიიღო, მოწონილია აგრეთვე მისი ღია გეიმპლეისთვის - აქ სტელსიც კი მუშაობს. ისმის ერთადერთი ხშირი საყვედური - ის უფრო გრძელი უნდა ყოფილიყო.
.
#2 კამპანიის ერთ ეტაპზე თქვენ "ჯაგერნაუტის" აბჯრითაც კი იბრძვით
თუმცა ეს ყველაფერი არაა - PvP რეჟიმი არის მაინც უმნიშვნელოვანესი კომპონენტი და DICE-მა აქაც გაამართლა იმედები. გენიალურად რეალიზებული WW1-ის ატმოსფერო, საოცრად ლამაზი გრაფიკა, ნაკლებად საიმედო (და უფრო მარტივი) ძველი იარაღები, შედარებით ნელი ტრანსპორტი - ეს ყველაფერი შეზავებული სერიის ტრადიციულ მასშტაბთან და განადგურებასთან ქმნის დაუვიწყარ გამოცდილებას. მოწონებულია ახალი რუკები. ასევე, Operations PvP რეჟიმი კარგი დამატება აღმოჩნდა.
#3 Argonne Forest - ეს არის დღემდე ულამაზესი Battlefield
თამაშის Metascore არის ჯერჯერობით 89 ჯამში 16 კრიტიკოსისგან, რაც უფრო მაღალია Hardline-ისა და მეოთხე ნაწილის შეფასებებზე, თუმცა მეტ განხილვას მოველით. Battlefield 1 გამოდის 21 ოქტომბერს.
#4 P.S. "Kolibri" - ეს ბონუს-იარაღია. არა იმდენად ეფექტური, მაგრამ ძალიან სახალისო.