როგორც უკვე ყველამ გაიგეთ Red Dead Redemption 2-ის ანონსმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ინტერნეტ სივრცეში ,თუმცა უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით რომ ვნებათაღელვამ პიკს PC-გეიმერებში მიაღწია რადგან,როგორც უკვე იცით როკსტარმა პისი პლათფორმას კვლავაც არ გაუღო კარი ამ კონკრეტულ თამაშში და პისი გეიმერებიც ამ ფაქტმა სასოწარკვეთამდე აღაშფოთა,მაგრამ ალბათ არცაა გასაკვირი როკსტარის ასეთი გადაწყვეტილება თუ გავითვალისწინებთ იმას რომ თამაშის წინა ნაწილი რომელიც 2010 წლის 18 მაისს გამოვიდა მხოლოდ PS3-სა X360-ზე იყო ხელმისაწვდომი, ასე რომ დიდად მოულოდნელი ალბათ არ უნდა ყოფილიყო ეს გადაწყვეტილება.
მოკლედ, ამ საკითხზე Sony-მ იფიქრა და მოიფიქრა რომ RDR-ს პირველი ნაწილი დაამატოს მის სტრიმინგის სისტემაში PS NOW რომელიც ხელმისაწვდომია პისი პლათფორმისთვის და აღნიშნული სერვისი ბევრი სხვა თამაშით ტკბობის საშუალებასაც აძლევს პისი გეიმერებს.
რათქმაუნდა სერვისი ფასიანია, მისით სარგებლობისთვის დაგჭირდებათ მაღალ სიჩქარიანი ინტერნეტ წვდომა და კონტროლერი ,სასურველია Dualshock 4.
აქვე დავსძენ და გეთყვით რომ თამაშის მეორე ნაწილი გამოდის 2017 წლის შემოდგომით რათქმაუნდა მხოლოდ კონსოლურ პლათფორმებზე.