Tuesday, July 4, 2017

სათამაშო სმარტფონი ჩინური Snail Mobile-სგან.


   გამოფენაზე MWC 2017 რომელიც, გაიმართა შანხაიში, ჩინურმა კომპანია Snail Mobile-მ წარადგინა სიახლე, სათამაშო სმარტფონი დასახელებით Snail Mobile i7.სმარტფონი გარეგნულად ძალიან ჰგავს Playstation-ის ცნობილი პორტატულ კონსოლს PlayStation Vita-ს.ახალ მოწყობილობას ღილაკების წყობაც ანალოგიური არვს როგორც Vita-ს.



ახალი სმარტფონის ტექნიკურ მახასიათებლებს რაც შეეხება ის ამ მხრივ ნამდვილად საინტერესოდ გამოიყურება. იგი აღჭურვილია 10 ბირთვიანი Helio X20-ის პროცესორით,2 სტერეო დინამიკით,6 დიუმიანი ეკრანით გაფართოვებით 1920х1080,6 გეგაბაიტი ოპერატიული მეხსიერებით და 64 გეგაბაიტი შიდა მეხიერებით.რაც შეეხება მოწყობილობის კვების წყაროს იგი აღჭურვილია 6,000 mAh-ის მქონე ბატარეით ,ასევე პორტით USB Type-C,უკანა 16 მეგაპიქსელიანი და წინა 5 მეგაპიქსელიანი კამერებით და სიმ ბარათის 2 სლოტით.


Snail Mobile i7-ი გაყიდვაში გაეშვება აგვისტოს თვეში,ჯერჯერობით მხოლოდ ჩინეთის ბაზრისთვის და ხელმისაწვდომი იქნება ორი ვერსია, სტანდარტული ვერსიის ფასი იქნება 280 დოლარი ხოლო პრო ვერსიის ფასი 295 დოლარი იქნება და იგი აღჭურვილი იქნება 8გ გეგაბაიტი ოპერატიული მეხსიერებით და 128 გეგაბაიტი შიდა მეხსიერებით.






კომპანია საკუთარი მოწყობილობის გაყიდვას საერთაშორისო ბაზარზეც გეგმავს თუმცა როდის ვიხილავთ მის გაყიდვებს მსოფლიოს მასშტაბით ეს ჯერჯერობით უცნობია.

საინტერესოა გამოუჩნდა თუ არა PlayStation Vita-ს ძლიერი კონკურენტი? ამის თქმა რათქმაუნდა რთულია მანამდე სანამ სმარტფონი გაყიდვაში არ გაეშვება.    

რეკლამა