Friday, July 7, 2017

Destiny 2-ის ახალი ტრეილერი ბეტა-ტესტირებსთან დაკავშირებით.


   კომპანია Activision-მა და სტუდია Bungie-მ წარმოგვიდგინეს Destiny 2-ს ახალი ტრეილერი რომელიც მიძღვნილია თამაშის ბეტა-ტესტირების დაწყებასთან.
თამაშის ბეტა ტესტირება გაიმართება PC,PS4 და Xbox one ფლათფორმებზე.პირველი პლათფორმა რომელიც გახსნის ტესტირებას იქნება PS4,აღნიშნულ პლათფორმაზე ტესტირება დაიწყება 18 ივლისს და ტესტირებაზე დაშვებას ის მოთამაშეები შესძლებენ ვინც თამაშს წინასწარ შეუკვეთავს.რაც შეეხება Xbox One-ს მომხმარებლებს ,ისინი ტესტირებას მოგვიანებით 19 ივლისს შეუერთდებიან ,რათქმაუნდა ისინი ვინც ასევე წინასწარ შეკვეთას გააფორმებს. მათთვის კი ვისაც არ ექნება თამაშის შეკვეთა გაფორმებული ტესტირება დაიწყება 21 ივლისს.კონსოლურ პლათფორმებზე ტესტირება გაიმართება 21-დან 23 ივლისის ჩატვლით. PC პლათფორმის მომხმარებლები კი თამაშის დატესტვას აგვისტოს ბოლოს შესძლებენ.

შემქმნელების თქმით ტესტირების დროს მოთამაშეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ სამ მოთამაშიანი სიუჟეტური ხაზი და ასევე ორი მრავალმომხმარებლური რეჟიმი.

Destiny 2 გამოდის 6 სექტემბერს PS4-სა და Xbox One პლათფორმებზე, ხოლო PC პლათფორმაზე 24 ოქტომბერს.



რეკლამა