Saturday, February 18, 2017

The Purge-ის მეოთხე ნაწილს ახლო მომავალში ვიხილავთ



    შეიძლება ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაფერი კარგად არ არის და ახლად არჩეული პრეზიდენტიც არ არის ისეთი როგორიც უნდა იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით არ დაუწესებიათ წელიწადში ერთი დღე, როდესაც ყველა დანაშაული კანონიერია, მათ შორის მკვლელობაც. 2013 წელს გამოსულმა ფილმმა The Purge დიდი პოპულარობა მოიპოვა და ამან გამოიწვია უკვე შემდეგი ნაწილებიც. საბოლოო ნაწილი The Purge:Election Year 2016 წელს გამოვიდა და ფილმში თითქოს და გაწმენდის დღესასწაულს წერტილი დაესვა, მაგრამ შესაძლებელია არა, რადგან The Purge 4-გამოდის, ფილმის პრემიერა სავარაუდოდ 2018 წლის ზაფხულში შედგება.

    Universal Studios-მა Blumhouse-თან და Platinum Dunes-თან ერთად გადაწყვიტეს The Purge 4-ის გადაღება, რომელიც 2018 წლის 4 ივლისს გამოვა. ფილმების ავტორი James DeMonaco კვლავ დაგვიბრუნდება, მაგრამ ამჯერად მხოლოდ სცენარს დაწერს, ხოლო რეჟისორის ადგილს ვინმე სხვა დაიკავებს.

    ჯერ-ჯერობით არაფერი არ ვიცით The Purge 4-ზე, მაგრამ გასულ წელს DeMonaco-მ თქვა რომ სურდა ფილმის პრიქუელის გაკეთება. სავსებით ლოგიკურია, ვინაიდან რადგანაც ფილმში გაწმენდის დღესასწაული აღარ არსებობს და ძნელი იქნება მიზეზის მოფიქრება რომლის მიხედვითაც ხალხი კვლავ დაიწყებს ერთმანეთის ხოცვას, თან ბევრს და მათ შორის მეც მაინტერესებს თუ რა მოხდა წარსულში და როგორ დაითანხმეს ხალხი ასეთ რამეზე, თანაც 12 საათის შემდეგ ყველაფერი ისეა თითქოს არც არაფერი ყოფილა. ფილმის პარალელურად მზადდება Purge-ს სატელევიზიო სერიალი რომელმაც შესაძლოა დიდი გავლენა მოახდინოს ფილმზე.

   

რეკლამა