Saturday, February 18, 2017

გამოვიდა ტრეილერი Mass Effect : Andromeda-ს ახალი საბრძოლო სისტემისთვის

Dishonored-ის გავლენა

          Bioware-მა დაიწყო ახალი ვიდეო სერია, რომლის თითოეულ ვიდეოში მიმოხილული იქნება მომავალი თამაშის რაიმე ასპექტი. ამ შემთხვევაში სამიზნეშია საბრძოლო სისტემა.
          ალბათ გაინტერესებთ - სად შეინიშნება Dishonored-ის გავლენა? საქმე იმაშია, რომ Andromeda-სთვის შემქმნელებმა გადაწყვიტეს ტაქტიკური შესაძლებლობების გამრავლება - ჯეტპაკები, სპეციალური უნარები (ბიოტიკები), აპგრეიდების ხეები და მეტი.
გაყინული, შემწვარი - მენიუზე ყველაფერია
        აქ დაგვხვდება 4 ტიპის სასროლი იარაღი (pistol, shotgun, sniper rifle, assault rifle). მათგან თითოეული მიეკუთვნება ერთ-ერთ ტექნოლოგიურ ტიპს (ჯამში 3-ია). გვხვდება Melee იარაღებიც ახლომახლო შეტაკებებისთვის. იარაღებს არ ექნებათ კლასებზე შეზღუდვა, ამიტომაც შეგიძლიათ კომბინაციების ფაქტრო სპექტრი გამოსცადოთ.
ჯეტპაკით მანევრირება. ასევე იქნება
ფრენის ოპციაც
        საბრძოლო სისტემის კიდევ ერთ დონეს ქმნიან ე.წ. ბიოტიკები - სპეციალური შესაძლებლობები. ასევე დაპირებულია სოლიდური დაყრდნობის (cover) სისტემა. რაღათქმაუნდა, ვიხილავთ საინტერესო გაჯეტებსაც (დრონებს, ჯეტპაკს, კამუფლაჟს და ა.შ. ). უხილავი კამუფლაჟით შეგიძლიათ სტელსი გამოსცადოთ. დაგხვდებათ  აპგრეიდების ხეები (არც აქაა დაწესებული შეზღუდვა რამე კლასზე).
თამაშის აპგრეიდ სისტემა (skill tree)
        Mass Effect : Andromeda-ს შემდეგ ვიდეოებში დაპირებულია ჯგუფური შესაძლებლობებისა და ბრძანებების, ე.წ. "Profile" სისტემისა და ახალი საბრძოლო UI-ს განხილვა. ტრეილერი ქვემოთ იხილეთ. Stay tuned!

       

რეკლამა