Wednesday, February 8, 2017

Starship Commander - ინოვაციური ახალი VR პროექტი

I'm sergeant Sarah Pierce

      ახალდაწყებულმა კომპანია Human Interact-მა დააანონსა ახალი და ძალიან საინტერესო VR პროექტი, რომელშიც თქვენ ერთვებით კოსმოსურ ბრძოლებსა და გადაადგილებაში თქვენი ხმის საშუალებით. დიახ, ეს არის სრულიად ხმით კონტროლირებული თამაში.
       თქვენ ხართ ფუტურისტული ვარსკვლავური ხომალდის პილოტი და გევალებათ უსაფრთხოდ გადაიტანოთ კლასიფიცირებული ტვირთი. ამ დროს თქვენ აწყდებით მექანიკურ მწერებისმაგვარ არსებებს, სხვა ხომალდებს და, როგორც ჩანს, თამაშს მთავარი ანტაგონისტიც კი ჰყავს. 
       
                The Matrix ??
        ყველაფერს თქვენი ხმით აკონტროლებთ - შეგიძლიათ გასცეთ ბრძანებები (ბრძოლის დაწყებაზე, ხომალდის გაშვებაზე და ა.შ.), ესაუბროთ პერსონაჟებს და ისინი გიპასუხებენ კიდეც. ეს არის დახასიათებული, როგორც Choose-your-own-adventure ტიპის თამაში - დიალოგში თქვენს ნათქვამს გავლენა ექნება თამაშის მსვლელობაზე. 
         

          საამისოდ Human Interact-მა გამოიყენა Microsoft-ის შემდეგი თაობის natural language processing (NLP) ტექნოლოგია, Microsoft Cognitive Services და დაპირებულია, რომ თამაში თქვენს ნათქვამს მუდამ კარგად გაიგებს და ვოკალურად მართვის კარგი გამოცდილება გექნებათ. 
          შეგიძლიათ თამაშის ტრეილერი და "Behind the scenes" ვიდეო ქვემოთ იხილოთ :


რეკლამა