კომპანია Nintendo-ს ტოპ-მენეჯერის Shinya Takahashi-ს თქმით ნებისმიერი დეველოპერი უპრობლემოდ შესძლებს თამაშების შექმნას Switch-ისთვის.მისი თქმით კომპანია სპეციალურ ინსტრუმენტს ამზადებს რომელიც დეველოპერებს გაუადვილებს პროექტებთან მუშაობას და ახალი კონსოლი ბევრად საინტერესო იქნება მათთვის ვიდრე ეს იყო მისი წინამორბედი Wii U.
<<ახალ კონსოლზე მუშაობის დაწყების დღიდან ჩვენ ვცდილობთ რომ დამოუკიდებელი დეველოპერებისთვის რაც შეილება გავაადვილოთ თამაშებისა და სხვადასხვა აპლიკაციების შექმნის პროცესი.მსურველებს Unreal და Unity ძრავების დახმარებით უპრობლემოდ შეუძლიათ შექმნან თამაშები.პროექტებზე მუშაობას შესძლებენ პატარა სტუდიებიც რომლებსაც სულ რამოდენიმე თანამშრომელი ჰყავთ.>> განაცხადა Shinya Takahashi-მ
Takahashi-ს თქმით Switch-ზე თამაშების გადატანა PC პლათფორმიდან უპრობლემოდ არის შესაძლებელი.
როგორც იცით Nintendo Switch გამოდის 3 მარტს მისი ფასი კი იქნება 299$.