Wednesday, February 8, 2017

Overwatch-ს სერვერების ნავიგაციის ფუნქცია დაემატება



ძალიან დიდი სიახლე Overwatch-ის მოთამაშეებისთვის. რამდენიმე საათის წინ, თამაშის დირექტორმა, ჯეფ კაპლანმა განაცხადა, რომ სერვერების ნავიგაციის ფუნქცია შემდეგ განახლებაში დაემატება თამაშს. ეს ფუნქცია მოგვცემს საშუალებას ვნახოთ ყველა სერვერი ყველა რეგიონიდან. ასევე მოგცემს ფილტრს, რომელიც გაპოვნინებს როგორი სტილის თამაშს ეძებ. ახალი განახლება ასევე მოგცემს უფლებას შექმნა შენი საჯარო თუ ჩაკეტილი სათამაშო სერვერი.

სერვერის ნავიგაციის დამატება მიდის ახლად გამოსული შუთერების "ტრენდის" წინააღმდეგ. როგორც ვიცით მოდაშია "Quick Play" და "Competitive", ხალხი უბრალოდ აჭერს მაუსს და ხტებიან თამაშში. Overwatch-ი ცდილობს, რომ ხალხის გამოცდილება მაქსიმალურად გააუმჯობესოს. ისინი უბრალოდ ვერ დაფარავენ ყველა შესაძლო ვარიანტს, თუ რისი თამაში შეიძლება უნდოდეს მოთამაშეს, ამიტომ დეველოპერები მოგვცემენ სრულ უფლებას, თვითონ ავირჩიოთ თუ სად გვინდა გავერთოთ.

კაპლანმა პირველად ამ ფუნქციის ჩამატება ახსენა წინა ზაფხულში და მას უწოდა "ნამდვილად კარგი ფუნქცია". ეს ცოტა უცნაურია, რადგან რამდენიმე წლის წინ სერვერის ნავიგაციის გარეშე შუთერი არ გამოდიოდა ხოლმე. ჩვენთვის, ძველი მოთამაშეებისთვის კი უბრალოდ საინტერესოა, რატომ არ უნდა ხალხს აკონტროლოს საკუთარი გამოცდილება და ენდობა სისტემას რომელიც თვითონ არჩევს სათამაშო სტილს.


რეკლამა