ეს ახალი თავგადასავალი შეიცავს 90+ ახალ Quest - ს და მიზნად ისახავს 30 - საათიან გეიმპლეის. ჯერალტი მიემგზავრება ომისგან დაცულ კუნძულზე სახელად Toussaint და სიუჟეტი ვითარდება ერთი საშინელი მონსტრის გარშემო (ზედა სურათშიც ჩანს) , რომელიც სამეფოს საფრთხეს უქმნის.
აღსანიშნავია, რომ Blood and Wine ძირითად თამაშს ბევრ ახალ ფუნქციასაც შეამატებს - მუტაციის ახალი მექანიკები, "სახლი" (რითაც ალბათ მთავარი გმირის მუდმივი რეზიდენცია იგულისხმება) , დინამიური "Point of Interest" სისტემა. Toussaint ზომით ედრება No Man's Land - ს.
თამაშის რეჟისორმა თქვა, რომ ეს ახალი გაფართოება The Witcher 3 - ს "სრულყოფილს ხდის" და ეს იქნება "ჯერალტის ფინალური მისია".ამ კომენტარებიდან გამომდინარე ეს შესაძლოა ამ RPG - სთვის საბოლოო DLC იყოს. ვიმედოვნოთ, რომ თამაშს ღირსეული დასასრული ექნება.
Blood and Wine ოფიციალურად 31 მაისს გამოდის. შეგიძლიათ აქვე ნახოთ ტიზერი :