Wednesday, May 11, 2016

EA - ს უახლესი პროექტების გამოსვლის თარიღები

   EA - მ გაგვაცნო თავისი ახალი თამაშების ლაინაპი 2016 წლისთვის და აგრეთვე დაადასტურა რამდენიმე პროექტი.  
   Titanfall 2 გამოდის ამ წლის ბოლოსკენ, დიდი ალბათობით Battlefield 1 - ის (23 ოქტომბერი) შემდეგ.  დადასტურებულია, რომ Mass Effect : Andromeda - ს გამოსვლა იგეგმება 2017 წლის დასაწყისისთვის. აგრეთვე 2017 წლის დასაწყისში გვექნება ახალი NBA Live . ამ თამაშების რელიზის ზუსტი თარიღები ჯერჯერობით არ ვიცით.
   ძალიან საინტერესოა ,  EA რა ძალისხმევით აწვება Star Wars - ის ბრენდს. დადასტურებულია  Battlefront 2 შემდეგი წლისთვის და Visceral - ის Action პროექტი 2018 - სთვის. ეს უკანასკნელი შეიძლება იყოს ადრე გაუქმებული , მაგრამ ძალიან დამაინტრიგებელი Star Wars : 1313. შეგახსენებთ, რომ ამ ბრენდის კიდევ ერთ 3rd Person თამაშზე (სავარაუდოდ სროლაზე) მუშაობს Respawn Entertainment - იც.    
   ვიმედოვნოთ,  რომ Battlefront 2 და Titanfall 2 წინამორბედის შეცდომებისგან ისწავლის , Battlefield 1 - ს კი სერვერისა და ბაგების პრობლემები არ ექნება (DICE ამაზე დიდი მონდომებით ზრუნავს) . დაველოდოთ E3 2016 - ს, შესაძლოა EA - ს განსაკუთრებით საინტერესო პრეზენტაცია ჰქონდეს.

რეკლამა